არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

იტერვენცია მუზეუმში - პროექტი: მარტო ნუ წახვალ, რემედიოს! (ინსტალაციის დეტალის ფოტო)

ინსტალაცია

ლია ბაგრატიონი

2017

¡No vayas sola, Remedios! 
(მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!)

რემედიოს და მე
მარტონი ოთახში
რემედიოს არ ჩანს
არც მე

მე: 
რატომ არ დარჩი რემედიოს, ხომ გთხოვე ნუ წახვალ-მეთქი?!

სიჩუმე 
რემედიოს არ ჩანს
არც მე

მე: 
მაშინაც არაფერი გიპასუხია, კრინტიც არ დაგიძრავს, ისე წახვედი. გამხმარი ნაპრალი და კაბა დამიტოვე შენს მაგივრად ჩემო მშვენიერო 
მე

(1 დეკემბერი) 

ლია ბაგრატიონი