არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი

მოსაჩითი ნიმუშების წიგნი

ინსტალაცია,ობიექტი

თამარ ჭაბაშვილი

ინსტალაცია აბრეშუმის მუზეუმში, თბილისი
2016
მოსაჩითი ნიმუშების წიგნი
"ქსოვილმა,  როგორც სამოსმა, შექმნა იდეალური სივრცე ნიშნების სოციალური გავრცელებისათვის.  მოჩითული სამოსი მრავალფეროვანია და, როგორც ენას, შეუძლია ნებისმიერი მნიშვნელობის კოდირება. რის მიღწევას ცდილობდნენ ადამიანებიძველ დროს, როდესაც ქსოვილი დატვირთეს მნიშვნელობით? ...  ინფორმაციის რეგისტრირებასა და განცხადების გაკეთებას,  (...)მოვლენებისა და სხვა მონაცემების ჩაწერას, (...) "მაგიურის" გამოხმობას.”
ქალთა საქმე: პირველი 20000 წელი - ქალები, სამოსი, და საზოგადოება ადრეულ ეპოქაში, ელიზაბეტ უეილენდ ბარბერ, 1994
ჩემი ნამუშევარი ეფუძნება ლურჯ სუფრას და ხაზს უსვამს „ტრადიციასა“ და „ყოველდღიურობას“ შორის არსებულ უთანხმოებას. თუ წარსულში ლურჯი სუფრა ყვებოდა ისტორიებს და იყო რიტუალის შემადგენელი ნაწილი, დღეს მისი ფუნქცია დეკორატიულია და დაუსრულებლად იმეორებს ძველ ნარატივებს.  ლურჯი სუფრა გამოსახავს ტრადიციულ სოციალურ-კულტურულ ქცევით ნიმუშს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე და ხშირად  პირად ცხოვრებაში იჭრება. მე ვანაწევრებ ლურჯ სუფრას კომპონენტებად (ქსოვილად, მოჩითულ ნიმუშებად და ფერებად), რათა ვისაუბრო დამკვიდრებულ ტრადიციებზე . ჩემი მიზანია ახალი შინაარსის შეძენით სუფრის ფუნქციისა და ტექნიკის  თანამედროვე სოციალურ კონტექტსში ჩასმა.
ნამუშევარი აკვირდება ქალთა ცხოვრებას და ეფუძნება მათი ყოველდღიური მოვალეობებისა და საქმიანობების ამსახველ ფოტო მასა ლას. ფოტო მასალა ამოღებულია ინტერნეტიდან.  სილუეტების მოხაზვით, ქალებს გამოვყოფ ფოტოს თავდაპირველი შინაარსისაგან და ვაქცევ ხეზე ამოტვიფრულ სიმბოლოებად (ნიშნებად). ჩემს მიერ შექმნილი ქსოვილის მოსაჩითი ყალიბები, როგორც აბსტრაგირებული სიმბოლოები, ხაზს უსვამს  სოციალური სისტემის იმ შრეს და მოგვითხრობს ქალთა ყოველდღიურ პრობლემებზე,  რომლებიც ძირითადად შეუმჩნეველი და წარმოუჩენელი რჩება.
თუ ტრადიციულ ლურჯი სუფრის აქცენტი უფრო ფართო ნარატივია, ჩემი ნამუშევარი იყენებს ინდივიდუალურ მაგალითებსა და ნიმუშებს და სივრცეს უთმობს  ცალკეულ ისტორიებს. თითოეული ისტორია თავს იყრის წიგნში, რომელიც შედგ  ენილია ქსოვილის მოსაჩითი ტექნიკით და განავითარებს არახაზოვან თხრობას.
მოსაჩითი ნიმუშების წიგნი, შესაძლებელია დაიბეჭდოს, გამრავლდეს და გავრცელდეს.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფს ვისი პოტოც გამოვიყენე, ყველა ჩემს მეგობარს და კოლეგას ვინც გამამხნევა და დამეხმარა მუშაობის პროცესში.