არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

2002 სახლი

ინსტალაცია,ობიექტი

თამარ ბერიანიძე

შერეული ტექნიკა (კერამიკის და თაბაშირის ობიექტები, ვიდეოპროექცია)
2018

ვიდეო ნამუშევრის იდეა დაიბადა დევნილთა დასახლებაზე დაკვირვებისას და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ომგამოვლილი მოსახლეობის შეცვლილი დამოკიდებულება სახლის მიმართ, ასევე იძულებით გადაადგილების სირთულეები; გადმოგვცეს ამბავი სახლებზე, სადაც ხალხი არ არის და ხალხზე, რომელთაც სახლი დაკარგეს. ათი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, რის გამოც სულ მცირე 26 000 მოქალაქე იძულებით იქნა გადასახლებული და კომპაქტურად განთავსებული საქართველოს არაერთ რეგიონში. მათ შორის, ყველაზე დიდი წეროვანის დევნილთა დასახლება გახლავთ, სადაც 8 000-მდე ადამიანი 2002 სახლში ცხოვრობს.