არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კედელი, ბიაზი, პარკეტი

ინსტალაცია

ნიკა ქუთათელაძე

2016

‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’ შედგება ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე ‘ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსიტუტის’ შენობის ნაწილებისაგან, რომლებიც საგამოფენო სივრცედ ტრანსფორმირებულ სანაპიროს N8 მდებარე ყოფილი ავტობუსების სადგურზეა წარმოდგენილი. ნგრევის პროცესში მყოფი საბჭოთა პერიოდის შენობის - სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ადგილს ცათამბრჯენები დაიკავებს. მეოცე საუკუნეში კლიშედ ქცეული, ტიპური არქიტექტურისგან აღარაფერი დარჩება. ქუთათელაძე შენობის ნაწილებს როგორც საგამოფენო ობიექტებს ისე წარმოგვიდგენს. მნახველის ფოკუსში ხვდება ყოველდღიურობის ნაწილი და თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, ახლა კი ურბანული სივრცის ტრანსფორმაციისას უბრალოდ ქრებიან.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია - "იარე ფეხით"-ის ხელშეწყობით.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე