არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

რას ნიშნავს სიტყვა ვლადიკავკაზი და ვინ არის ვლადიმერი? (პროექტის ფოტოდოკუმენტაცია)

პერფორმანსი

ბულიონი

2015

წინგნი “რას ნიშნავს სიტყვა ,,ვლადიკავკაზი“ და ვინ არის ვლადიმირი” ჯგუფმა “ბულიონმა” ქალაქ ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი) ორგანიზებული ფესტივალის - “ალანიკა“ ფარგლებში შექმნა. ჯგუფი აღნიშნულ ფესტივალზე (MHKA-ს უფროსი კურატორი) ნავ ჰაქმა მიიწვია.

თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი “ალანიკა” ათდღიან რეზიდენციას, გამოფენისთვის მოსამზადებელ პერიოდს მოიცავს.

ჯგუფი “ბულიონის” ათდღიანი პერფომანსი რეზიდენტებისა და გამოფენისთვის განკუთვნილ შენობაში ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა. ბიბლიოთეკის შესასვლელში დადგმულ მაგიდასთან ჯგუფმა 300 - მდე ადამიანი გამოკითხა. 

კითხვები - რას ნიშნავს სიტყვა ,,ვლადიკავკაზი“? და ვინ არის ვლადიმირი? სიტყვათა თამაშზე იყო აგებული, ქალაქის ისტორიასა და კავკასიის რეგიონის დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტს ეხმიანებოდა. 

1784 წელს სოფელი ძაუჯიყაუს ახლოს დაარსებული ქალაქი ვლადიკავკაზი რუსეთის სამხედრო ბაზის მთავარი დასაყრდენი იყო, საიდანაც უნდა მომხდარიყო კავკასიის სრული დაპყრობა. აქედან მოდის ქალაქის სახელიც Владикавказ -владеть Кавказом, ფლობდე კავკასიას, კავკასიის მფლობელი. ქალაქის სახელის წაკითხვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი Владимир и Кавказ, ვლადიმირი და კავკასია, Bლადყ ჩაუცასუს, სისხლიანი ავკასია, В ладах с Кавказом კარგ ურთიერთობაში კავკასიასთან. ვლადიმერი-Владимир , მშვიდობის მპყრობელი, ვლადი და მშვიდობა, მსოფლიოს მპყრობელი, ფლობდე მსოფლიოს. Влади –мир - Кавказ, ვლადი-ვლადიმირი, მშვიდობა და კავკასია, კავკასიასთან კარგი ურთიერთობაში ყოფნა ...

გამოკითხვის ფორმა, რომელიც ფურცელზე ამობეჭდილი კითხვარის შევსებას გულისხმობდა ხშირად უხერხულობას, შიშს, აგრესიას იწვევდა. წიგნში შესულია შეუვსებელი, ხელმოუწერელი ფურცლები. ხშირია არასერიოზული დამოკიდებულება და კითხვებზე პასუხის არიდების მიზნით, (რადგან ყველა გამოკითხული ზუსტად ხვდებოდა კითვხის შინაარსს) იუმორის შემცველი პასუხების მიწერა. 

კითხვარის შევსების შემდეგ გამოკითხულებს “ბულიონი”-ს წევრები გადასცემდნენ სერთიფიკატს, რომელზეც რუსულად ეწერა : “სერთიფიკატი გაცემულია ჯგუფი ,,ბულიონის“ მიერ.

საბუთი ადასტურებს, რომ სერთიფიკატის მფლობელი კავკასიის მფლობელია. 

ჯგუფი-“ბულიონი” 

ხელმოწერა

4-15.08.2015