არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

Translated Without Title

ფოტო

ანდრო ერაძე

ხედი ინსტალაციაზე, ხე, ფანერა, პლასტმასი, მეტალის ფირფიტები, პოლიეთილენის პარკი, ალუმინი.
2017
310x110 სმ.
Popiashvili-Gvaberidze Window Project, Tbilisi

თბილისში ერთ-ერთი ფოტოს გადაღებისას, ხელოვანმა სახლის ფასადზე ნახა ფანჯარა, რომელიც ვერნაკულარული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია. ფანჯარა მთლიანად გაუმჭვირვალე მასალით არის გაკეთებული, იქ მაცხოვრებელს საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, ის მასალა აქვს გამოყენებული, რომელიც იქ და იმ დროს მოიპოვებოდა.  მრავალგზის ნახმარი და დროისაგან ფერშეცვლილი მასალაა გამოყენებული: სხვადასხვა სახის ხე, ფანერა, პლასტმასი, თუნუქი და პოლიეთილენის პარკები.

ანდრო ერაძის ფანჯრის ქანდაკება, ოდნავ შეცვლილი იერსახით, ახალი მასალებისგან არის დამზადებული და ამგვარად ის ორიგინალის ჯერ კიდევ დროისაგან შეულახავი "თარგმანია."

 რუსთაველის გამზირზე, ვიტრინაში, თეთრ ფონზე გამოფენილი გაუმჭვირვალე ფანჯრის ქანდაკება ბევრ კითხვას და ემოციას იწვევს. ის ფაქტი, რომ ფანჯარა გალერეის ვიტრინაშია მოთავსებული, ფანჯრის როლის გადააზრებაც არის და  ორმაგ დატვირთვას ამჟღავნებს. ესაა გალერეის ვიტრინა, როგორც დაკვირვების სარკმელი და როგორც ფანჯრის პირველადი ფუნქციის - სარკმელის არ მქონე ფანჯარა - კედლად ქცეული, საჭიროებიდან გამომდინარე, უფანჯრო ფანჯარა.

ნამუშევრის ავტორი საკუთარ ფოტოგრაფიულ ხედვას, ამჟამად სკულპტურაში ამჟღავნებს. აქ აღბეჭდვის, კოპიოს გაკეთებისა და დაფიქსირების ჟესტი სამ განზომილებიან ობიექტში მეორდება და კითხვის ქვეშ აყენებს შინაარსის განმეორებისა და თარგმანის მნიშვნელობას.