არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი

სერია: დაასრულე ფერწერა

ფერწერა,პერფორმანსი

თეზი გაბუნია

შერეული ტექნიკა
2017

გამოფენა-აქცია, „დაასრულე ფერწერა“, ორ ლოკაციაზე „არტ-არეასა“ და „ქოლგაზე“ გაიმართა. გამოფენის ფარგლებში ყველა მომხმარებელს ქონდათ თემატური ნახატების განვრცობის საშუალება. ფუნქციური სურათები მაყურებლებს სიტუაციის გაცოცხლებას კარნახობდნენ. შედეგად ყველა მაყურებელი პროცესის შემოქმედებითი თანამონაწილე გახდა.

დღეს, როდესაც ხელოვნების ნამუშევრის მომხმარებელი მნიშვნელოვნად იზრდება, ჩვენი ცხოვრება აღარ არის ხელოვნებისგან განყენებული. შემოქმედება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. გამოფენაში გადაიკვეთა ხელოვნების ნამუშევრის წარმოებადი და გაზიარებადი პროცესები. მასში თავი მოიყარა ჯგუფის ძირითადმა ღირებულებებმა და ხედვებმა: გახდეს ხელოვნების ნამუშევარი ხელმისაწვდომი ყველასათვის.