არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ოკეანე

ვიდეო,ინსტალაცია,ობიექტი

ანდრო ერაძე

შერეული ტექნიკა
2018
პატარა გალერეა

ქალაქში, ალბათ, შეგხვედრიათ ვიღაც ტიპის მიერ შეკოწიწებული უცნაური ობიექტი, რომლის დანიშნულებასაც, შეიძლება, თავიდან ვერც მიმხვდარხართ, მაგრამ ცოტა ხანში, აღმოგიჩენიათ ამ ნივთის დანიშნულება და შინაარსი. ობიექტები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - შეკოწიწებულია. აწყობილია იმით, “რაც ხელში მოხვდათ”, ან “რაც ბაზარზეა”. ეს ამბები და ნივთები, ამ აღმშენებლობის რეჟიმში, დასანანია რომ მალე აღარ იარსებებენ იმ კუსტარული სახით, რომლითაც დღეს შეიძლება ქუჩებში წავაწყდეთ. ეს ობიექტები ცენტრალურ ნაწილში, თითქმის აღარსადაა, იშვიათად გვხვდება. თითქოს ქალაქმა და თანამედროვეობამ, რემონტმა და კეთილმოწყობამ არ დატოვა ადგილი ინდივიდუალიზმისა და DIY-სთვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვიდეო და ერთ-ერთი ხელნაკეთი ობიექტის ნიმუში, როგორც ვარაუდი, რომ ამ ინსტინქტური შემოქმედებისა და შეკოწიწებული კომფორტის ნიმუშები, გაქრება და ალბათ, მალე მხოლოდ მუზეუმების ვიტრინებში თუ შევძლებთ მათ პოვნას.

გამოფენას თან ერთვის საფოსტო ბარათები, რომელზეც მოცემულია იმ რამდენიმე ადგილის მისაგნებად საჭირო მინიშნებები და ფოტოები, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება, ველურ ყოველდღიურობაში, ამ ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოვნა.

გაჰყევით მის კვალს,სანამ სულ გაქრალან.