ლეილა შელია დაიბადა 1953 წელს, სოხუმში, 1978 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1982 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, მათ შორის: 2019 - პერსონალური გამოფენა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; თბილისის ხელოვნების ბაზრობა, ექსპო ჯორჯია; 2018- პერსონალური გამოფენა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, თბილისი; 2017 - პერსონალური გამოფენა, გალერეა შარდენი, თბილისი; 2016 - პერსონალური გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი; 2013 - პერსონალური გამოფენა, გალერეა შარდენი, თბილისი; 2012 - პერსონალური გამოფენა, გალა გალერეა, თბილისი; 2011 - პერსონალური გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი; 2010- პერსონალური გამოფენა, თიბისი გალერეა, თბილისი; 2009 - პერსონალური გამოფენა, გალერეა ბაია, თბილისი; 2007- პერსონალური გამოფენა, Caucasian House, პარიზი; 2003 - პერსონალური გამოფენა, გალერეა უნივერსი, თბილისი; 2001 - ჯგუფური გამოფენა, Unesco, პარიზი; 2000 - პერსონალური გამოფენა, გალერეა TMS, თბილისი; 1998 - თბილისის ისტორიის მუზეუმი; 1997- საბერძნეთი ქართულ ხელოვნებაში, თბილისი; 1996 - ხელოვნების ბაზრობა, პირმაზენსი, გერმანია; Mega Universe, ჯგუფური გამოფენა, გალერეა TMS, თბილისი; 1995 - ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, ბაქო; 1993 - ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა "France Conte", ბრიუსელი; 1992 - გალერეა Roswithe Bankert,შვეიცარია; 1991 - გალერეა ბროკ, ბარსელონა; გალერეა Drout, პარიზი;
2014 წელს გამოიცა ლეილა შელიას ნამუშევრების ალბომი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.