არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

2013

თანამედროვე ხელოვნების არქივი www.archive.propaganda.netwrok ორენოვანი მულტიპროფილური და მულტიმედიური პლატფორმაა. ის შეიქმნა, რათა სისტემატიზაციაში მოიყვანოს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 

რამდენადაც აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოს ეროვნულ არქივშიც კი, არასათანადოდაა წარმოდგენილი და ვერ ითვალისწინებს დარგობრივ, მულტიდისციპლინურ სპეციფიკას, არქივის მიზანია გაამდიდროს არსებული კოლექცია და შექმნას ახალი საინფორმაციო ველები, რომელიც დაინტერესებულ პირს დაეხმარება ინფორმაციის მარტივად მოძიებასა და თანამიმდევრულად გააზრებაში. 

ონლაინ პლატფორმის ორენოვანი შიგთავსი მოიცავს ხელოვანთა დამოუკიდებელ პროფილებს, რომლებსაც ისინი (გამო)იყენებენ საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის დროს; ამასთან, არქივზე წარმოდგენილია ვიდეოინტერვიუები, მასალები კერძო არქივებიდან და შესაბამისი დეკადის არტკონტექსტის მიმოხილვითი ტექსტები.

აქ საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ქართველი ხელოვანების შემოქმედებას 1970-იანი წლებიდან დღემდე.

ამისთვის, საძიებო სისტემაში, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ფილტრი ან გამოიყენოთ ანბანი.

დამატებითი ველები:

"მიმოხილვა" - კონკრეტული დეკადის არტქონტექსტის აღწერა

"ვიდეოინტერვიუები" - დოკუმენტური სიუჟეტები მხატვრებზე

"პროცესი" - თანამედროვე ხელოვნების საკვანძო პროცესების მულტიმედიური ქრონოლოგია (სამუშაო პროცესში)

"პირადი არქივები" - კულტურის პროფესიონალების მიერ მოწოდებული მასალები, რომლებიც მათ საკუთრებას წარმოადგენს 

გაცნობებთ, რომ თანამედროვე ხელოვნების არქივი მუდმივად განახლებადი და არაკომერციული ონლაინ პლატფორმაა. პროპაგანდას გუნდი ვმუშაობთ 24/7, რომ თავი მოვუყაროთ ინფორმაციას, რომელიც უსისტემოდაა გაბნეული. შესაბამისად, ხელოვნების პროფესიონალებს მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ, რომ არქივზე წარმოდგენილი ინფორმაცია მაქსიმალურად ასახავდეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებას.

საკონტაქტო ინფორმაცია: archive@propaganda.network

პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების ციფრული არქივი. ჩვენი დილა. რესპოდენტი: ნიკოლოზ ნადირაშვილი. 2020