არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

"ჩემს ბაღში რომ ყოფილიყავი", ანა ჩადუნელის სოლო გამოფენა [The Why Not Gallery, 4710]

2019

ანას პირვლეი პერსონალური გამოფენა საქართველოში "ჩემს ბაღში რომ ყოფილიყავი" წარმოადგენს ერთ მთლიან ინსტალაციას, სადაც ხელოვანმა შიდა და გარე სივრცეებში ყოფნის ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებების შექმნა სცადა. მისტიური გარემო, რომელსაც ეს ამბივალენტობა ქმნის, პირადსა და საჯარო სივრცეებს შორის ხაზის წაშლის ერთგვარი მცდელობაა.

ანა ჩადუნელი დაიბადა რუსთავში, 1990 წელს. 2013 წელს მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. შემდეგ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi). 2019 წელს მან დაამთავრა მაგისტრატურა კასკის ხელოვნების სკოლაში, გენტი, ბელგია. ანას მონაწილეობა მიუღია მრავალ გამოფენაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ვილა არსონი, ნიცა, საფრანგეთი (2013), კიევის ბიენალე (2015), სტამბულის ბიენალეს პარალელური პროგრამა (2015),‘სპონტანური ფოიერვერკები’, ლაიფციგის კუნსტვერაინი (2015), ‘თავიდან’, გოჰის მუზეუმი, გერმანია (2017). ანას გაუკეთებია რეზიდენციები (A.I.R.) ცურიხსა და ნორვეგიაში. 2014 წელს მან მოიგო წინანდლის პრემია ვიზუალური ხელოვნების დარგში.