არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნაკვალევზე

ინსტალაცია,ობიექტი

ნინო ქვრივიშვილი

2017

ნამუშევარი  ყოველდღიური ნივთებისგან შემდგარ ვიტრინას წარმოადგენს რომელიც ყვება იმ ოჯახების ისტორიას, ყოველდღიურ ცხოვრებას რომელთაც 90 ინ წლებში დატოვეს საქართველო და დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.

სამომხმარებლო  ჭურჭელი რომელსაც  60-70 წლების საქართველოში  თითქმის ყველა საშუალო ფენის ოჯახი იძენდა  დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას თუმცა  გამოფენილი ნივთები უფრო მეტად მთლიანი სურათია იმ ისტორიისა თუ როგორ ჩამოვიდნენ  (1950 იან წლებში) ფეიქარი გოგონები ქ. გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატში სამუშაოდ, ( ეს ის თაობაა რომელთა ცხოვრება ომმა საგრძნობლად დააზარალა.  საქართველო არ იყო მათი  გადაადგილების  პირადი არჩევანი)  როგორ დაიწყეს  თავიდან  უცხო ქალაქში ცხოვრება, როგორ შექმნეს ოჯახი, როგორ  დატოვეს დიდი ხნის შემდეგ ქ. გორი და საკუთარი ნივთები იმ იმედით რომ ოდესმე დაბრუნდებოდნენ.

წლების განმავლობაში  ნინო ქვრივიშვილის ბებია, რაისა ზატიუკოვა, ერთერთი იმათთაგანია, რომელიც ძალიან  ახალგაზრდა  18 წლის დამკვიდდრდა ქ. გორში და დღემდე  საკუთარ ნივთთან ერთად რომელიც მუდამ მის ბავშვობას ახსენებს , შემოინახა მეგობრების , ახლობლების ნივთები რომელიც  ხელოვანისთვის გახდა  შთაგონების წყარო და   გაუჩინა  უამრავი კითხვა:

თუ   რას ნიშნავს დატოვო შენი საცხოვრებელი ადგილი რომელსაც დიდხანს იშენებდი?

რას ნიშნავს დაემშვიდობო ახლობლებს, მეგობრებს, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებს?

რას ნიშნავს შენთვის  საყვარელი ნივთი რომელიც მუდამ  მოგონებით გავსებს?

რატომ გადასცემ მას სხვას? 

როგორია გქონდეს უკან დაბრუნების იმედი?

ნამუშევარი თავისი კონტექსტით სხვადასხვა თემას ეხება. ის საუბრობს  გადაადგილების თემაზე, საბჭოთა  ქალის  როლის მნიშვნელობაზე წარმოებასა და ოჯახში,  ის ეხება მუდმივი  მონატრების თემას  რომლიც ადამიანს სხვადასხვანაირად აყალიბებს და ხშირად მას  ნივთების მიმართ მიჯაჭულს ხდის. 

ნამუშევრის ვიზუალური მხარე    იმეორებს იმ ყუთების ფორმას  თუ როგორი სახითაც  დატოვეს ისინი საქართველოში.