en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

პროცესი

“პროცესი” წარმოადგენს იმ ღონისძიებების ქრონოლოგიურ გრაფიკს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და ფორმირებაში 1970-იანი წლებიდან.
თანამედროვე ხატწერის გამოფენა

გამოფენაზე წარმოგენილნი იქნებიან მხატვრები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან: ბოგუსლავ ანდრესი, არსენ ბერეზა, სოფია ბილიკი, დმიტრო გორდისტა, მალგოჟატა დავიდიუკი, ივანკა დემჩუკი, ალექსეი დოვნარი, ვიკტორ დოვნარი, სოფია დოროჩენკო, მონიკა ერომინეკი, რომან ვასილიკი, ანდრეი ვინოჩოკი, სვატოსლავ ვლადიკა, იოანა ზაბლაგო, რომან ზილინკო, კატაჟინა იაკობოვსკა, ლიუბოვ იაცკივი, მარია ივანიუტა, გოჩა კაკაბაძე, ანა კოპეც-გიბასი, ივანკა კრიპიატკევიჩ-დიმიდი, გრეტა ლესკო, ოსტაპ ლოზინსკი, ანა მაკატი, კონსტანტინ მარკოვიჩი, დანილო მოვჩანი, ვიკტორია მოვჩი, ულიანა ნივჩუკ-ბარისიაკი, ვოლოდომირ ოვესჩუკი, ორესტ რაბიკი, სერგეი სავჩენკო, ვასილ სივაკი, ულიანა ტომკევიჩი, დავით ხიდაშელი.

Handler - ჯონ რიფენჰოფი

გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფის და 9 სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის (წარადგენს გამრეკელის გალერეა, ხათუნა მელიქიშვილის კერძო კოლექციიდან), ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის (წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი), ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის გამოფენას, რომლებიც მხატვარმა თვითონ მოიწვია მასთან ერთად გამოფენაზე სამუშაოდ. არტისტი, რომლის სახელოვნებო და კურატორული პრაქტიკა ძირითადად სხვისთვის პლათფორმის შექმნაზე და კოლაბორაციაზეა ორიენტირებული, საქართველოში პირველად წარმოადგენს 8 ნამუშევარს ‘Handler’ სერიიდან.

გამოფენა-აქცია „პერესტროიკიდან დღემდე“

1985 წელს პერესტროიკა ოფიციალურად დაიწყო და ის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა; მედიამ დაიწყო საუბარი „ბოროტების იმპერიის“ დასასრულის დასაწყისზე, „რკინის ფარდის“ გაქრობაზე, ბერლინის კედლის ნგრევაზე. გამოჩნდა ახალი მითები, პერსონაჟები, როკ-მოძრაობა თავისი ცნობილი სლოგანით „ჩვენ ველოდებით ცვლილებებს!“ ცვლილებებს ყველა ელოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, თუმცა იმპერიის დაშლის პროცესი იმაზე მეტად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინებითა და პროგნოზებით ივარაუდებოდა. დაიწყო ფრუსტრაციების სერია, კედლის ნგრევის სიმბოლური აქტი არ ნიშნავდა თვისუფლების ველში გადასვლას, იქ ახალი წინააღმდეგობა ჩნდებოდა. მონაწილე არტისტები: ლუკა ლასარეიშვილისა და ზურაბ არაბიძის გამოფენა-აქციაკურატორი: ხათუნა ხაბულიანიგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

Oxygen - იცნობდე შენს მეზობელს

„პროპაგანდა“ წარმოგიდგენთ გამოფენას Oxygen. რიგით მესამე გამოშვებას. თავდაპირველად გამოფენა No Fair-ის ფორმატში მოქმედებდა, თბილისის სახელოვნებო ბაზრობის დღეების პარალელურად. 2020 წლიდან პროექტის კონცეპტუალური მასშტაბი და ფორმატი შეიცვლება: ყოველ წელს გამოფენას ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, სტრუქტურითა და თემით წარმოგიდგენთ. 2020 წლის Oxygen-ი, რომლის კურატორიც ირინა პოპიაშვილია გაიხსნება სათაურით: „იცნობდე შენს მეზობელს“. „იცნობდე შენს მეზობელს“ 20-ზე მეტი ხელოვანის ფიზიკურ და ვირტუალურ პროექტს გააერთიანებს. წელს პირველად გამოფენა საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და ხელოვანებს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც მოიწვევს.