არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ტრანსპორტი

2020

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ 2020 წლის საგამოფენო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის გამოფენას. 1 აგვისტო 18:00 საათი - ტრანსპორტი- კულტურის მატარებელი. 

რასაც აკეთებ საბოლოოდ ის ხდები, თუ დიდხანს და ზედმიწევნით აკეთებ მას. 

ფუნქცია რომელსაც ვირჩევთ ან გვეკისრება, ჯერდება ჩვენში და თანდანთან მისი თვალებით ვიყურებით. 

საპორტო, სასაზღვრო ქალაქი, რომელიც მუდმივ კავშირიშია სხვადასხვა მარშრუტებთან, ბუნებრივად ხდება მრავალფეროვანი კულტურული ინფორმაციის გამტარი და დამგროვებელიც. ურბანული სატრანსპორტო კვანძი, საბოლოოდ თავადვე გადაიქცევა ერთგვარ ტრანსპორტად - ტრანსპორტად, რომელიც ადგილზე დგას, მაგრამ ყველა მასთან ჩაბმულ მარშრუტს და ცოდნას, საკუთარ თავში მოირგებს, აღძრავს და ამოძრავებს. მასში ყოფნა ტოვებს მოგზაურობის შეგრძნებას და გადანაცვლების აღქმას, თითქოს დიდ ტრანსპორტში იმყოფები თავის დანაყოფებით, რომლებშიც ცალკე მიკროსამყაროები არსებობენ და მიემართებიან. 

ნამუშევარი, რომელზეც 14-მა არტისტმა იმუშავა, წარმოადგენს გემის და მატარებლის ფორმის ერთიან ინსტალაციას. ობიექტის კორპუსში კი განთავსებულია ბათუმთან დაკავშირებული სხვადასხვა მიკროინსტალაციები. 

მონაწილეები : ილია მახარაძე, გოჩა ჟღენტი. ალექსი სოსელია. ზურა ცოფურაშვილი. მართა თაბუკაშილი. ედიშერ ბერაძე. ივეტა ჩხიკვაძე. სოფო კობიძე. ელენე გაბრიჩიძე. სანდრო სულაბერიძე. ნინუცა შატბერაშვილი. არიალი. ვატო წერეთელი. გალაქტიონ ერისთავი.