არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2020 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

დიმიტრი თუმანიშვილი

დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი (1950-2019) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე: შუა საუკუნეების არქიტერქტურის განყოფილების გამგე; თბილისის სამხატვრო აკადემასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში მიჰყავდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსი; იყო სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დაწერილი შრომების შეუცვლელი რეცენზენტი, რედაქტორი და კონსულტანტი; წლების მანძილზე ამუშავებდა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს.