მაია ღოღელიანი
მაია ღოღელიანის არქივი: დიდი ქალაქების მიღმა - კარლო კაჭარავა, 1994
გადაცემა ეძღვნება ხელოვნების ისტორიკოსს და კრიტიკოსს - კარლო კაჭარავას (1964-1994), რომელშიც ის საუბრობს საქართველოში საუკუნის მიწურულის სახელოვნებო გამოწვევების შესახებ. ამასთან, ვიდეოსიუჟეტში, მისი კოლეგა-მხატვრები იხსენებენ კარლო კაჭარავას, როგორც მეგობარს და როგორც პროფესიონალს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თანამედროვე ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ განვითარებაში.
მაია ღოღელიანის არქივი: ნიკო ცეცხლაძე, 2000
"მეათე სართული", მარჯანიშვილის სახელოსნოს პერიოდი... ხელოვანი - ნიკო ცეცხლაძე საუბრობს თავის მხატვრული კვლევის საგანზე და ზოგადად, იმ პერიოდის არსებულ სოციო-კულტურულ კონტექსტზე.
მაია ღოღელიანის არქივი: რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი, 1989
ვიდეომასალები მოწოდებულია ლალი ღოღელიანის მიერ. სამუშაო მასალაში წარმოდგენილია ადგილ-სპეციფიკური ინსტალაციები, რომლებიც ე.წ. "არაოფიციალ" არტისტებმა განავითარეს სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად. ამ მხრივ, ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია.
მაია ღოღელიანის არქივი: ინტერვიუ ლევან ჭოღოშვილთან, 2000
ლევან ჭოღოშვილის შემოქმედება ქართული თანამედროვე (ვიზუალური) ხელოვნების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. მისი მხატვრული კვლევის საგანი საქართველოს წარსულია, რომლითაც ის მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების ტოტალიტარული ქვეყნისთვის დამახასიათებელ სააზროვნო ველს უპირისპირდებოდა.
მაია ღოღელიანის არქივი: თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სემინარის მიმოხილვა (ნაწილი 1), 2000
ნანა ყიფიანი (ხელოვნებათმცოდნე) საუბრობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სემინარზე - „Difference“, რომელშიც ქართველ და ევროპელ ხელოვანთა გამოფენის პარალელურად ჩატარდა ლექცია-სემინარები იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლითაც იმ დროის ქართული სახელოვნებო სივრცე ხასიათდებოდა. ვიდეოსიუჟეტში მაია ღოღელიანი ესაუბრება თემო ჯავახიშვილისაც, საგამოფენო პროექტზე - „პარანოია თუ სიმშვიდე“.
მაია ღოღელიანის არქივი: თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სემინარის მიმოხილვა (ნაწილი 2), 2000
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სემინარი - „Difference“ (ნაწილი 2). რესპონდენტები: ლიკა მამაცაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი; ნანა ყიფიანი, ხელოვნებათმცოდნე.
მაია ღოღელიანის არქივი: ინტერვიუ ლევან ლაღიძესთან, 2000
ლევან ლაღიძე საუბრობს საკუთარი შემოქმედების და, ზოგადად, თანამედროვე სამყაროში ხელოვნების როლისა და ფუნქციის შესახებ.
მაია ღოღელიანის არქივი: ქართული ხელოვნების და კულტურის ცენტრის გამოფენა იტალიაში, 2000
მაკა დვალიშვილი, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, საუბრობს ქართული გამოყენებითი ხელოვნების საერთაშორისო პოტენციალის შესახებ.
მაია ღოღელიანის არქივი: ინტერვიუ ჯიბსონ ხუნდაძესთან, 2000
უფროსი თაობის წარმომადგენელი მხატვარი, ჯიბსონ ხუნდაძე საუბრობს ხელოვნების, კონკრეტულად, აბსტრაქტული ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ.
მაია ღოღელიანის არქივი: ინტერვიუ ქეთი მატაბელთან და გია გუგუშვილთან, 2000
ქეთი მატაბელი და მისი მეუღლე, გია გუგუშვილი (ორივე მხატვრები) საუბრობენ სინქრონულ სამუშაო პროცესზე, მათს შთაგონებასა და მხატვრული კვლევის საგანზე.
მაია ღოღელიანის არქივი: რესპოდენტები: ირაკლი სუთიძე, ვანო აბულაძე და ქეთევან კორძახია, 2000
ირაკლი სუთიძის და ვანო აბულაძის გამოფენების მიმოხილვა; ხელოვნებათმცოდნის, ქეთევან კორძახიას მიერ კერამიკოს - ნინო ციციშვილის წარდგენა საფრანგეთის კერამიკის ბაზრობაზე.
მაია ღოღელიანის არქივი: იმპრესიონისტებისადმი მიძღვნილი გამოფენა ძველ გალერეაში, 2000
2000 წელს ძველ გალერეაში მოეწყო ქართველ თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც იმპრესიონისტებს მიეძღვნა.
მაია ღოღელიანის არქივი: თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გალერეა ორიენტში, 2000
გალერეა „ორიენტი“ წარმოადგენდა იმ იშვიათ საგამოფენო სივრცეებს, რომელიც მასპინძლობდა თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. აღნიშნული ვიდეოდოკუმენტაცია წარმოადგენს ჯგუფურ გამოფენას, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ: ოლეგ ტიმჩენკო, ილიკო ზაუტაშვილი, გია გუგუშვილი და სხვ.