არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ზურა აფხაზი - ჩვენ, ადამიანები

2020

ჩვენ, ადამიანები

ვისაც მოგბეზრდათ ელექტრონული გამოსახულებების თვალიერება და თანაც გარეთ გასეირნებაც უკვე შეიძლება, გეპატიჟებით ზურა აფხაზის სილუეტების სერიის სანახავად. ეს სერია თითქმის ოცი წლის წინ შეიქმნა და ჯერ გამოფენილი არ ყოფილა. სილუეტებში ყველას ამოიცნობთ, - ზოგი მათგანი პოპ-კულტურის ცნობილი სახეა, ზოგი კი რიგითი გამვლელი ჩვენი ყოველდღიურობიდან. ჩვენ, ყველა ვმონაწილეობთ ერთმანეთის ცხოვრებაში სხვადასხვა გზით, ეს შეხვედრები კი ცვლის ჩვენს დღეებსა და ღამეებს.

ნამუშევრები გამოფენილია დედიკას გალერეა ინვაირომენთალის ტერიტორიაზე წავკისი ველის დასახლებაში, მათ დაინახავთ რეზიდენციის და იქვე არსებული მოძრავი გალერეის - შუშის კუბის ვიტრინებში, ეს არ არის გამოფენა ინტერიერში და ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ როგორც მანქანებიდან, ისე ფეხით სეირნობისას. 

გამოფენა გაიხსნება 15 მაისს და გაგრძელდება 21 მაისამდე, გალერეა მკაცრად იცავს და ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კარანტინის პირობებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს. 

გამოისეირნეთ სუფთა ჰაერზე წავკისი ველის მიდამოებში და ნახეთ ჩვენი გამოფენა!