“Body Experience... is the Center of Creation” - ბარბარა ჰეფვორზი
გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ სკულპტურის ჯგუფურ გამოფენას, “Body Experience... is the Center of Creation“- ბარბარა ჰეფვორზი.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობისა და ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო: სკულპტურის, როგორც ინსტრუმენტისა, რომელიც იწვევს დიალოგს მის იმ პოტენციალზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ და დავინახოთ გარემო სხვა თვალით.
გამოფენა არ იზღუდება თანამედროვე ხელოვნების რომელიმე ერთი მიმართულებით და სანაცვლოდ წარმოდგენილია ათზე მეტი ინდივიდუალური ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა მასალაშია შესრულებული და ეხება სოციო–პოლიტიკურ, იდენტურობის, სქესისა და კლასის თემებს. მონაწილე ხელოვანები სკულპტურის თავისებური თავისუფლებით ახდენენ არსებული სამყაროს ინტერპერაციას და აფორმებენ მას სამგანზომილებიან ფორმაში.
ხელოვანები:
ლია ბაგრატიონი, ჯესი დარლინგი, სალომე დუმბაძე, ქეთი კაპანაძე, კატარინა პრზეზვანსკა
თეა ჯორჯაძე, თამარ ჩადუნელი, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), გვანცა ჯიშკარიანი, ნინო საკანდელიძე, ჰოლი ჰენდრი