არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

VICTIMA – II [ეროვნული გალერეა]

2014

გამოფენა VICTIMA, რაც ქართულად მსხვერპლს ნიშნავს, ომს, ოკუპაციასა და დევნილობის თემას ეხება და საქართველოში მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფას ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებით მხატვარი გამოხატავს მის დამოკიდებულებას იმ მტკივნეული თემის მიმართ, რასაც საკუთარი სახლის, მიწა–წყლის დაკარგვა ჰქვია. ავტორი მხატვრობაში გადატანილი საკუთარი ემოციებით უამბობს დამთვალიერებელს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ რთულ ეტაპზე ნამუშევართა სამნაწილიანი ციკლით – VICTIMA (მსხვერპლი), PROFUGA (დევნა), LACRIMOSA (გლოვა) გააერთიანა, რომელიც გარკვეულწილად რექვიემადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი სერია მხატვრის 20-მდე ნამუშევარს შეადგენს. ეს გახლავთ სიმბოლურ-ალეგორიული ხატსახეები, რომელიც ერთ მეტაფორულ სახედ არის წარმოდგენილი და აგრეთვე, ხის 700 სახლი, რომელიც წეროვანში დევნილთა დასახლებაში ჩადგმული სახლების ზუსტი ანალოგია.

გია ბუღაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში. 2005 წლიდან არის ღირსების ორდენის კავალერი. მიღებული აქვს ვატიკანის მედალი „კარლოს მაგნუსი“ და სხვა მრავალი. მოხატული აქვს მარტინ ლუთერის ეკლესია ბერლინში, წმინდა ნინოს ეკლესია პარიზში. აგრეთვე მას ეკუთვნის პიაცას გუმბათის (ბათუმი), საქართველოს პარლამენტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუმბათის მოხატულობა და სხვ. 2003- 2011 წლებში გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გახლდათ, ამჟამად იგი ასწავლის თბილისის სახელმწიფო, თბილისის თეატრისა და კინოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.