URB EX
გიო სუმბაძე - URB EX
,,ართბითის'' მოძრავი გალერეა
დ. აღმაშენებლის მოედანი, ქუთაისი, საქართველო
კურატორი: მარიამ ლორია
გიო სუმბაძის მულტიმედია გამოფენა URB EX 2015 წლის 13-22 ივნისს, ქუთაისში შედგა. Project ArtBeat-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი ორგანიზებით პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. საბოლოოდ ორნაწილიანი გამოფენა გაიხსნა 13 ივნისს, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე მდებარე თიბისი ბანკის გალერეაში და Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში.
URB EX - იგივე Urban Exploration (ქალაქის კვლევა) მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული მოძრაობაა. URB EX ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტებს, რომლებიც ქალაქის სტრუქტურას, სახეს და ისტორიას ქმნიან. მიტოვებული შენობები ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა, ისევე როგორც სატრანსპორტო ქსელი და სხვა სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც ქალაქის სახეს განსაზღვრავენ.
თიბისი ბანკის გალერეაში წარმოდგენილი იყო გიო სუმბაძის ფოტო სერია, რომელიც მან 2009 წელს ქუთაისში გადაიღო. ნამუშევრებში არტისტი ფოკუსს არქიტექტურაზე აკეთებს. მათ კონტექსტს სწორედ შენობის სტრუქტურა და მის შიგნით მიმდინარე ცოცხალი პროცესების კვალი ქმნის. პროექტისთვის სერიიდან 20 ფოტო შეირჩა. Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში კი მოეწყო სპეციალურად URB EX პროექტისთვის შექმნილი ვიდეო ინსტალაცია - TBS Sub. ეს არის თბილისის მეტროს, როგორც არქიტექტურული ობიექტის დოკუმენტაცია. ვიდეო მრავალკომპონენტიანი ინსტალაციის ნაწილია.
პროექტი URB EX უკავშირდება სუმბაძის ბოლო დროის ნამუშევრებს, სადაც ერთ-ერთი წამყვანი თემაა სივრცის დოკუმენტაცია და მისი კონტრასტულ, საპირისპირო სივრცეში ჩვენება. სხვადასხვა ტიპის სივრცის შეგრძნებას არტისტი ფოტო და ვიდეო ნამუშევარში აფიქსირებს, შემდეგ კი ამ ნამუშევრებს კონტრასტულ სივრცეში ათავსებს და ამ დაპირისპირებით ამძაფრებს ორი - დოკუმენტირებული და რეალური მდებარეობის სივრცის შეგრძნებას
ქუთაისში URB EX გამოფენის პარალელურად 14 ივნისს ჩატარდა ხათუნა ხაბულიანის ლექცია ,,თანამედროვე ხელოვნება და საერთაშორისო ტენდენციები".
ვინაიდან პროექტი სპეციალურად ქუთაისის კონტექსტის გათვალისწინებით შეიქმნა მისი სრულყოფილად ნახვა მხოლოდ გამოფენის განმავლობაში 2015 წლის 13-22 ივნისს არის შესაძლებელი.
ქუთაისში URB EX გამოფენის პარალელურად 14 ივნისს ჩატარდა ხათუნა ხაბულიანის ლექცია ,,თანამედროვე ხელოვნება და საერთაშორისო ტენდენციები".
ფოტო: გიო სუმბაძე, სანდრო სულაბერიძე