ღიმილი მოდის გულიდან [გალერეა 4710]
ამბობენ, რომ თუ საკუთარ თავში რაიმე არ მოგწონს, ამას სხვა ადამიანებშიც ხედავ და გაღიზიანებს, მაგრამ როგორც კი მიიღებ საკუთარ სულსა და სხეულს და შეიყვარებ მას, მზად ხარ უანგარო სიყვარულის გაცემისთვისაც. შენი გული იხსნება არა მხოლოდ სხვა ადამიანებისა თუ ცოცხალი არსებებისადმი, არამედ მთლიანად სამყაროსადმი. ამ დროს, ბუნების ყველა ქმნილებაში შეგიძლია დაინახო შენი პატარა ნაწილი, იგრძნო სამყაროს ერთიანობა და შენი ადგილი მასში.
ეს გამოფენა, ისევე როგორც ჩვენს სამყაროში არსებული შემოქმედების უმეტესი ნაწილი, სიყვარულს ეძღვნება. სიყვარულს, რომლის ცენტრშიც თითოეული ადამიანი დგას, როგორც ღმერთი.
ყველა წარმოდგენილი ნამუშევარი შექმნილია სპეციალურად ამ გამოფენისთვის. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნატალია კალანდაძის ნამუშევრები.
გიორგი გელაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია. დაიბადა თბილისში, 1996 წლის 3 თებერვალს . 2019 წელს დაამთავრა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS.
გამოფენები: პრეზიდენტის რეზიდენცია, ოქროს ძაფი, ჯგუფური გამოფენა, 2016 / Parallel Vienna, 2017 / Paris fashion week - Palais de Tokyo, კოლაბორაცია ბრენდ Situationist-თან, 2018 /
და კავშირი, ჯგუფური გამოფენა, 2018 / 'Lara protects me' ფრანქფურტის წიგნის ფესტივალი, 2018 / თბილისის ხელოვნების ბაზრობა, 2018 / The why not gallery, ჯგუფური გამოფენა , ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, გიორგი გელაძე, 2018/ London fashion week Somerset house, კოლაბორაცია ბრენდ Situationist-თან, 2018 / ‘Tabula rasa, კუნსტჰალე თბილისის ჯგუფური გამოფენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2018 / Oxygen No Fair, 2019 / Window project , ჯგუფური გამოფენა ‘’სულახალია’’, 2019 / Digital Tbilisi, ჯგუფური გამოფენა ‘urban flows’, 2019.