არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სოფო კობიძე, ყველა ყვავილი

2021


სოფო კობიძის სოლო გამოფენა მაუდის საგამოფენო სივრცეში, თბილისში 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართა. 


ყველა ყვავილი

წყლის მერე

გახსენდება თავი

ადრე

სავსე მთვარის გამო

ნელა სვლა

ნელი ძახილი

ნელა სტვენა

წყლის მერე

გახსენდება ბრმა

ნახევარ მთვარის გამო

ძახილი

რომ მალე ისევ მოვა

წყლის მერე

გახსენდება

გრძელი გზა

რომელზეც

ყრიან ყვავილები

იმეორებ:

ყველა ყვავილი

ყველა ყვავილი

ყველა ყვავილი.


სოფო კობიძე


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2019-2021 წელს შესრულებლი ფერწერული ნამუშევრები.

კურატორი: ნინო საკანდელიძე