პროექტ "თანამედროვე ხელოვნების გალერეის" გამოფენა ყვავილების ველი
11 ივლისი, 18:00 სთ -20 აგვისტო, 2017
საქართველოს ეროვნული მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ გამოფენა
"ყვავილების ველი" გაიხსნა
პროექტის სახელწოდება შეირჩა ქალაქ კედაინაიას (ლიტვა) საპატიო მოქალაქის, ჩესლავ მილოშის ლექსის „ Campo di Fiori” მიხედვით, რომელიც მან ვარშავაში 1943 წელს, ებრაელთა გეტტოში ამბოხებისას შეთხზა.
ბოლო დროს, გავრცელდა ტერმინები და ცნებები: გენოციდი, ფაშიზმი, რეჟიმი, რაც არ არის უბრალოდ რიტორიკა, ეს გარემომცველი რეალობაა. პროექტის საკურატორო იდეა არ დაიყვანება მემორიალურ ჰოლოკოსტამდე, თუმცა მას ვერსად წაუვალთ. მხატვართა მიერ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები ერთიანდება საპროექტო სივრცეში, ისინი გამოხატავენ აზრს, რომელიც უკავშირდება ეროვნულ საკითხებს, ებრაელობას, თანამედროვე სამყაროს ტოლერანტობასა და მეხსიერებას.
კურატორი: ევგენი უმანსკი
ხელოვანები:
ოლეგ კოსტიუკი, ევგენი უმანსკი, რამ კაცირი, იაკობ კირკეგარდი, ანა რიაბოშენკო, კარლ მაიკლ ფონ ჰაუსსვოლფი, ჯგუფი „ლურჯი ცხვირები“ , ალექსანდრა მიტლიანსკაია, სერგეი ბრატკოვი, იური ვასილევი, ელიშა ფლოცერი, ვალერი ორლოვი, ჰუბერტ ჩერეპოკი, მიხაილ გულინი