არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სუბტროპიკული უშგული

2019

როგორც პოეტები იტყვიან, პოეტს ჭირდება ფიზიკურად იმ ადგილას ყოფნა, რომელსაც თავისად მიიჩნევს, იმ ენაში უნდა ცხოვრობდეს, რომელსაც საკუთარს უწოდებს, იმისთვის რომ ყოველდღიურად მოირწყას მისთვის ნაცნობი სიტყვებით თავი, რომ შეძლოს შექმნას ამ ენაში. იგივე შეიძლება ითქვას მხატვარზეც. მას კონრეტული ადგილის ხედვა ჭირდება, იმისთვის რომ დღიურად იკვებოს ამ ადგილის ნიშნებითა და სიმბოლოებით, ისევ იმისთვის, რომ ამ ვიზუალურ ენაში შექმნას.

აქაური ნიშნები სპეციფიურია, არ არის ადვილი წასაკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ უანგაროდ, უხვად და გულღიად არის მაყურებლის წინ გაშლილი, როგორც სუფრა, ან გაშლილი ხელები - ის მაინც არ არის ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჯერ, ცოტა მაინც უნდა ისწავლო ეს ენა ცოტათი, იმისთვის რომ წაიკითხო მისი ნიშნები. 

ამიტომაც არის ეს ღიაობა, ასეთი მისტიური, ერთი შეხედვით ჩაკეტილი და მოითხოვს დროის დათმობას. ეს დაპატიჟებაა წმინდა სუფრაზე, საიდუმლოს გასაზიარებლად.


ტექსტი: ელენე აბაშიძე