კოტე ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა - „ცარიელი სივრცე“
არტისტერიუმი VII-ის ფარგლებში, 11 ნოემბერს Dédicace Gallery-ში გაიმართება კოტე ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა „ცარიელი სივრცე“.
პროექტი წარმოადგენს ორ ინსტალაციას, სადაც მინიმალიზმისა და კიჩის სინთეზის საშუალებით ავტორი გვთავაზობს ცარიელ სივრცეს - როგორც დროებით, შუალედურ პლატფორმას მნიშვნელოვანის არჩევანის მოლოდინში.