გამოფენა 'მწვანე' [ეროვნული გალერეა]
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყო ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა "მწვანე". გამოფენის კურატორმა ქეთი შავგულიძემ ათეულობით ნამუშევარი წარუდგინა დამთვალიერებელს, სადაც ნაჩვენები იყო ხელოვანების პოზიცია თანამედროვეობის ეკოლოგიის გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში. ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ ალექსანდრე ბაღის ტერიტორიაზე გაბნეული იყო სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები.
მონაწილე ხელოვანები: მამუკა ჯაფარიძე, თემო ჯავახი, ილიკო ზაუტაშვილი, გურამ წიბახაშვილი, ლევან ჭოღოშვილი, კარლო კაჭარავა, კოტე ჯინჭარაძე, მურთაზ შველიძე, გიო სუმბაძე, ლია ბაგრატიონი, ვატო წერეთელი, როკო ირემაშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ლევან მინდიაშვილი, კოკა ცხვედიანი, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთი დავლიანიძე, უტა ბექაია, ანდრო ერაძე, ლადო ლომიტაშვილი, ARTILERIA (Dr.Love & Miro), ელენე რაქვიაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, ვახო ბუღაძე, გიორგი შავგულიძე, ჯგუფი ბულიონი, ნიკოლოზ ლუტიძე, ნიკო ცეცხლაძე, ანდრია დოლიძე, ნატო ბაგრატიონი, სოფო ჩერქეზიშვილი, ცისია კილაძე, თუთუ კილაძე, თათია დარჩიაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ირინა ჯიბუტი&ტასო გომელაური, აგრეთვე თამაზ ვარვარიძის ჯგუფი (მანანიკო ამარილა კობახიძე) და გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა (ლიზა ჭიჭინაძე, თეო კუხიანიძე, ავთო მოდებაძე, შოთიკო ბაგალიშვილი, ანანო დოლიძე, თამუნა გურგენიძე, ელენე აფრიამაშვილი, ნუცა ჭყონია).
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო XVII საუკუნის უნიკალური ხელნაწერი - „პირობის წიგნი ტყის გაუყიდველობის შესახებ” კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავიდან.
გამოფენის კურატორი: ქეთი შავგულიძე
რადიო თავისუფლება: მწვანე გამოფენა ეროვნულ გალერეაში, ინტერვიუ ქეთევან შავგულიძესთან, 2016