ელენე ჩანტლაძე და სერ სერპასი
ელენე ჩანტლაძისა და სერ სერპასის საერთო გამოფენა.
მილანში, საგამოფენო სივრცე ხდება ჰიბრიდული დომენი, რომელიც გვერდიგვერდ ათავსებს ორი კონტექსტურად დაცილებული მხატვრის შემოქმედებას. სერპასი, წარმოშობით დაუცხრომელი ლოს ანჯელესიდან, მუდმივად ცვლილების და მოგზაურობის პროცესშია, განსხვავდებით ჩანტლაძის უფრო ტრადიციული ყოფისგან საბჭოთა კავშირის არქიტექტურული რელიქვიებით დატვირთულ ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში.
გარემოს მკაფიო ცნობიერი აღქმა და არსებულ რესურსთა ეფექტური გამოყენება სახასიათოა წარმოდგენილ მხატვრთა პრაქტიკისთვის; უგულებელყოფილ მასალებათა ხსნა, რომლებიც მოგვიანებით განიცდიან გადაწყობას ან სრულ მეტამორფოზას, ორივესთის ჩვეული აქტია. სერ სერპასი ათვალიერებს კომუნალური ნაგვით დაბინძრებულ ქუჩებს, იქექება ქალაქის ნაჭარბში. თავად მოქმედება და არჩეული მასალა აღბეჭდავს აგენტის ფსიქიკას და მასზედ ქმედით ძალებს. ამასთანავე, გამტარია შრეების, რომლებიც გაჟღენთილია მოხმარების, დაკარგვის, მიტოვების, გადაადგილების და ხანგძლივი დაყოვნების ნარატივებით. ინტენსიურ ხეტიალში, სერპას ნადირობს არამარტო საგნებზე, არამედ ლექსებზე, რომლებსაც დღიურის ფორმით ინიშნავს მობილურ ტელეფონში. ის არის პოეტი, ვინც არ კითხულობს წიგნებს და არც საყვარელი პოეტი ჰყავს. მეორე მხრივ, ჩანტლაძე, რომელიც წერს საბავშვო წიგნებს, პოეზიასა და დღიურებს, ყოველთვის ენთუზიასტი მკითხველი გახლდათ და რეგულარული სტუმარი წყალტუბოს საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ის გარკვეულად სინქრონიზებულად გრძნობდა თავს საზოგადოებასთან. თუმცა, 74 წლის ასაკში ნანობს რომ ამდენი იკითხა, ვინაიდან მისი წარმოდგენით წიგნები უბრალოდ მწუხარებით ავსებენ ადამიანს. ელენეს რთულად ამოსაკითხი წარწერები გვხვდება ნამუშევრის ზედაპირზე ან უკანა მხარეს. ისინი ხან ფერწერაშივეა შერწყმული, ხან კი დატანილია გამოყენებული პროდუქტის ცარიელ შეფუთვაზე. ინტუიციურად წარმოქმნილი სწრაფი და იდუმალი წერის მანერა საკმაოდ ჰგავს სერპასას, რადგან ორივე მხატვარი ღიად ექსპრესიული და სპონტანურად მართულია. ჩანტლაძე გოგრის ნარჩენებს იღებს და სომატურად ზელს თითით ქაღალდზე. სერი აკეთებს ნამუშევარს გაუცნობიერებლად ფუნჯისა და პალეტის ფურცელზე წმენდაში.
ტექნიკის თვალსაზრისით, ჩანტლაძის ოპუსი ვრცელია. სპეკულაციური ნარატივები გადაითარგმნება მოლივლივე პეიზაჟების სიმშვიდის მომგვრელ ფერწერებსა და გამოცხადების მაგვარ პორტრეტებში, რომლებიც ფიგურუატიულის და აბსტრაქტულის ზღვარზე დგანან; როცა ზოგიერთი მონოქრომატული ნამუშევარი წმინდა აბსტრაქციაა. საკმაოდ მცირე ზომის ნახატები შესრულებულია ქაღალდზე, გოფრირებულ მუყაოსა და ხის მორჩენილ ფანჭრებზე. პრაქტიკულად შეუძლებელია ამოიცნო შერეულ მასალაში ნაგულისხმევი ელემენტები, რადგან მხატვარი ფერწერისთის არატრადიციულ უტილიტარულ მასალებს ხშირად ათვინიერებს.
გადარეცხილი თუ მსუყედ დასმული, თეთრი ფერი ჭარბობს თითქმის ყველა მის ნახატში; მოუხელთებელი ბურუსის მატარებელი ვარდისფრიდან, ამაფორიაქებელ ჟოლოსფერ წითელამდე, მწვანედან, რომლებიც გვახსენებს აგრესიულად დასერილ ბალახს და ყოფის ქრონიკულობას, თვითკმარ ყავისფრამდე, ცალკე აღებული ფერთა პალიტრა სულისშემძვრელ შელოცვას ადებს სურათს, ამასთანავე მედიტირებს. ეს მითიური ელფერი ხშირად თანგაჰყვება თვითნასწავლი მხატვრის არქეტიპს, რომელიც შეპყრობილია ყოველ დღე ხატვის დაუოკებელი მოთხოვნილებით. დაპირისპირება, ჩანტლაძის ყოველდღიურ საქმიანობებსა და პრაგმატულ საზოგადოებაში გაუზიარებელ არამატერიალურ ინტერესებს შორის, აისახება მის შემოქმედებაში. არათანმიმდევრული პერსპექტივის, საგნების ფრაგმენტული განლაგების, პარადოქსულად აშკარა, თუმცა მაინც ორაზროვანი სცენარების გამოყენება, ჩანტლაძის ნახატებს ეთერულს და ამასთანავე ნაცნობს ხდის.
თანამედროვე ფენომენის - გადაჭარბებული თვითდაფიქრების, რაც თავისმხრივ ანთროპოცენტრიზმის პროდუქტია, თავიდან აცილება და ამის ნაცვლად ფიზიკური ბუნებისა და შემოგარენის გამოკვლევა ამარტივებს მხატვრულ პროცესს, რადგან გარე სამყარო დამკვირვებელს არამარტო მეტაფიზიკურ, არამედ მატერიალურ რესურსებს აწვდის. ჩანტლაძის სამუშაო აღჭურვილობაში შედის მის გარშემო არსებული ყოველი რესურსი; ასანთით ანაცვლებს ფუნჯს, სანაპიროს კენჭებს, გადასაგდებ დოკუმენტებს ყოფილი სამსახურიდან, შენახულ ცარიელ შოკოლადის ყუთებს და საკვებ ნარჩენებს მისივე ბაღჩიდან იყენებს, როგორც იმპროვიზირებულ საშალებას გააგრძელოს ფერწერის კეთება. მასალასთან ამგვარი ურთიერთობით, მისი ნახატების ღრმა შრეებში აღბეჭდილია ფსიქიკური პეიზაჟები და მოგონებები. ჩანტლაძე მისსავე ძველი ნამუშევრების რეპროდუქციასაც აკეთებს; შავ-თეთრი ქსეროასლების გადახატვით ათავსებს მათ ორიგინალისგან შორს, რაც წყვეტს უკვდავების კონფლიქტს, რადგან იგივე მომენტს ორჯერ ვერ იცხოვრებ.
გონების ემოციური მეხსიერება შეიძლება შეზღუდულია, მაგრამ სხეული, როგორც ცხოვრების ძირითადი აზროვნების მექანიზმი, არასდროს თავისუფლდება მასზედ ამოტვიფრული გამოცდილებისა და ტრავმისგან. სერ სერპასი იყენებს სხეულის მოტივს ვნებიან ზეთის ფერწერებში, რათა გამოსახოს პარტნიორთა სხეულები დინამიური კომპოზიციის, ფერის ექსტატური მანევრირების, ფორმისა და მდგომარეობის ორგანული გამოხატვის საშუალებით, რაც ხაზს უსვამს წარმავალი მომენტის სიმყიფეს და მის აღუდგენელობას, რაც ასევე ნიშანდობლივია სივრცისა და მეხსიერების პრობლემისთის.
სექსუალური კავშირების და შიშველი სხეულის მხატვრული თემა ყოველთვის იყო დატვირთული ადამიანის მკაცრი სოციალური სტრუქტურებიდან გამონთავისუფლების კონფლიქტით, რომლებიც დღესას აგრძელებენ არსებობას და გაცილებით ნათლად აღიქმებიან კრიტიკულ მოაზროვნეთა თვალში. იმის გათვალისწინებით, რომ სერპასი დაინტერესდა პოლიტიკური განათლებით და აქტივიზმით სახელოვნებო საქმიანობამდე, ნაივური იქნებოდა მისი ეროტიული ნახატების აღქმა, როგორც უბრალოდ მაცდური ამბროზიული ორგანიზმების, და არა როგორც შემეცნებითი მცდელობის სხეულის, სქესის, სექსუალობის და იდენტობის შესწავლისა, ამასთანავე აღგზნების, სურვილისა და თანხმობა-გაცემული-სიამოვნების პოლიტიკის გადააზრება. სოციალური მედიის ვოევრისტულ ეპოქაში პროვოკაციუყლი გამოსახულებები აღარ იწვევს პირდაპირ რეაქციას გაშიშვლებული (მეტად მოწყვლადი) სუბიექტის მიმართ, არამედ მიმართულია იმ ინდიფერენტული მაცქერლისკენ, რომელიც დომინირებს ძალაუფლების დინამკას. სერპასი იქექება საკუთარ camera roll-ში, რომელიც სავსეა ყოველდღიური კანდიდებით, მულტფილმიდან ამოჭრილი სურათებით, უბრუნდება ყოფილი პარტნიორებისთის მანამდე გადაღებულ კადრებს, რათა შემდეგ მათგან გააკეთოს ნახატები, არა ინტიმური მოგონების გასაცოცხლებლად, არამედ უბრალოდ ფერითა და ფორმით სავარჯიშოდ. მისი გამოსახვის მანერიდან გამომდინარე, ფიგურები მოუხელთებელი და სლიკინაა, რასაც ხელს უწყობს ზეთის საღებავების ფიზიკური საგრძნოობა, ასევე არიან მისი უსახო სუბიექტები, ყოველთვის ამოუცნობი, ფლუიდური და გულწრფელი. ქაოტური გულუხვი მონასმებით აგებული გადახლართული კიდურები, რომლებსაც თან სდევს წარმოსახვითი ფიზიკური სუნი, წარმოქმნის ჭიდილს სხეულის ჰიპერ-აღქმადობასა და მგზნებარე თავდავიწყებას შორის.
გვანცა ჯგუშია