არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Popiashvili Gvaberidze Window Project

2013

Popiashvili Gvaberidze Window Project - გალერეა ვიტრინა დაფუძნდა 2013 წელს როგორც ალტერნატიული საგამოფენო სივრცე. პანტომიმის თეატრის ცარიელი ვიტრინა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ირინა პოპიაშვილმა და თამუნა ღვაბერიძემ გამოყენეს თანამედროვე ხელოვანების მხარდასაჭერად, რომლებიც პოსტ საბჭოთა რეჟიმის კოლაფსის შემდეგ განვიატრებულ ხელოვნების პროცესებზეა ფოკუსირებული. გალერეა ახალგაზრდა არტისტებთან ერთად წარადგენდა კარგად ნაცნობ სახელებსაც. ვიტრინა-გალერეის მთავარი მიზანი იყო ხელოვნება გაეხადა რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი. 

2019 წლიდან Popiashvili-Gvaberidze Window Project ტრანსფორმირდა როგორც მხოლოდ Window Project , გახსნა მუდმივი საგამოფენო სივრცე თბილისში სადაც ხელოვანები და კურატორები მიწვეული არიან სხვადასხვა სახის პროექტებით გალერეასთან თანამშრომლობისთვის.