არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Handler - ჯონ რიფენჰოფი

2019

გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფის და 9 სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის (წარადგენს გამრეკელის გალერეა, ხათუნა მელიქიშვილის კერძო კოლექციიდან), ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის (წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი), ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის გამოფენას, რომლებიც მხატვარმა თვითონ მოიწვია მასთან ერთად გამოფენაზე სამუშაოდ. არტისტი, რომლის სახელოვნებო და კურატორული პრაქტიკა ძირითადად სხვისთვის პლათფორმის შექმნაზე და კოლაბორაციაზეა ორიენტირებული, საქართველოში პირველად წარმოადგენს 8 ნამუშევარს ‘Handler’ სერიიდან.

Handler-ის სერია წარმოადგენს ილუზორულ სკულპტურულ მოლბერტებს, რომლებზეც სხვა არტისტების ნამუშევრებია განთავსებული. რიფენჰოფის სხეულის ქვედა ნაწილი გამოყენებულია, როგორც არტ ჰენდლერების, გალერისტების, პატრონების, მეგობრების, ოჯახისა და სახელოვნებო ინსტიტუციებში მომუშავეების ვერდანახული მხარდაჭერის პორტრეტი. ეს პროექტი არის არტისტებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება და ასევე იმისა, თუ როგორ გააჩნია არტისტსა და კურატორს საკუთარი როლი. Handler სერია, იყენებს სკულპტურას, როგორც პლატფორმას ხელოვნების ნიმუშის პრომოუშენისა და რესტრუქტურიზაციისთვის. სააშკარაოზე გამოაქვს ხელოვნების სფეროში ჩადებული მხარდაჭერა, გვთავაზობს ვიზუალურ მეტაფორას ობიექტის ცირკულაციისათვის და ახდენს პროდუქციისა და ავტორობის ცნების გადაფასებას.