არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოხარშული ენა

2020

ბერლინში მცხოვრები მხატვრის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის პერსონალური გამოფენა „მოხარშული ენა“ გალერეა „ელ ცე კვაისარში".

ნამუშევრების ამ ახალ სერიაში ალექსი-მესხიშვილი განიხილავს თარგმანის სივრცეს, ანუ სივრცეს, რომელიც გამოსახულებასა და მის რეფერენტს შორის, ორ სხვადასხვა ენას შორის არსებობს, და იმას თუ როგორ შეიძლება ფოტოგრაფმა გადმოსცეს გონების მიღმა არსებულის იმერსიული არამდგრადობა. ეს ერთგვარი გამოწვევაა ფოტოგრაფიის როგორც უპიროვნო მიუკერძოებელი თუ დოკუმენტური გაგების მიმართ, რადგან ნამუშევრების ეს ახალი ჯგუფი ავლენს შესაძლებლობას გამოსახულება გულისხმობდეს არამატერიალურს, პიროვნულსა და უშუალოს.

ნამუშევრებში „ქართული ორნამენტი“ და „ვაზი“, ალექსი-მესხიშვილი გამოსახულებებს თავიდან ფოტოგრამებით აგებს დიდი ფორტმატის ნეგატივებზე, ტექნიკით, რომელსაც ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ბევრ ნამუშევარში ვხედავთ. ეს ორი ნამუშევარი შექმნილია ძველი თბილისი ტურისტულ მაღაზიებში შეძენილი ცელოფანის პარკების დაწნეხვით უშუალოდ ნეგატივებზე, რომლებიც შუქზეა გამჟღავნებული. ამ პარკებზე დაბეჭდილი მოტივები ტრადიციულ ქართულ დეკორატიულ დიზაინს წარმოადგენს. როცა მათ პარკებზე ბეჭდავენ, ტრადიციული გამოსახულებები ცალკეულ ლოგოდ გარდაიქმნება, სიმბოლოდ, რომელიც რაღაცა სხვის რეფერენტად გვევლინება. ამგვარად მიღებული გამოსახულებები ეთეროვანია, ისინი თითქოს ადუღებული ფერების ბურუსში შემღვრეულა. გაუგებარია, როგორ იქმნება ასეთი გამოსახულებები, ან რა ობიექტი გამოიყენა ავტორმა ნეგატივზე ამ ანაბეჭდის მისაღებად. მანძილი გამოსახულებასა და ობიექტს შორის, რომელსაც ის მიემართება, მკაფიო ანალოგიის მიღმა განივრცობა სივრცეში.

ნამუშევარში „მე შენი ანათალი ვარ“ და „დანამა“ ალექსი-მესხიშვილი ხელით ამუშავებს ნეგატივის დიდ ფორმატს უშუალოდ ნაოჭებისა და მონასმების მეშვეობით. ანაბეჭდი აქ თავად ხელოვანის ხელითაა შესრულებული. რეფერენტი კი საგანი კი არა, ქმედებაა, ხოლო შედეგად მიღებული გამოსახულება ამ ქმედების აღწერა კი არა, მისი ანარეკლია. მანძილი ფოტოგრაფსა და სუბიექტს შორის აქ კიდევ უფრო ფართოვდება და გავყავართ ისეთ სივრცეში, სადაც ენის თუ დოკუმენტურობის დამკვირვებელი ლოგიკის ჩარჩოებში იმსხვრევა.

პირველწყაროდან გამოსახულების მოწყვეტით და მათ შორის სივრცის გაფართოებით ალექსი-მესხიშვილი ფოტოებს უბიძგებს განეშოროს დროის მოლოდინებს და უფრო გაუცნობიერებელ ტერიტორიაზე გაიჭრან. ჩეშირის კატის მსგავსად, საოცრებათა ქვეყნის მეგზური, რომლის ღიმილი მაშინაც თანმდევია, როცა სხეული უჩინარდება, ღიმილს „ძაღლის ღიმილში შევყავართ“ ულოგიკო ფოტოგრაფიაში. ამ საგნობრივ-წარმოსახვით კვალს გავყავართ სივრცეში, რომელიც საღ აზრს სცდება და შეგვიძღვება თარგმანის წამიერებებში, სადაც ზღვარი ირღვევა და იმერსიული ქაოსითა დადინამიური შესაძლებლობებით გაჯერებული პეიზაჟი გადაიშლება.

-მარინა კარონი