არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

"ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები"- პრეზენტაცია

2020

140 წლის მანძილზე ფოტოგრაფიამ არაერთი ცვლილება განიცადა. მისი როლი, შესაძლებლობები და ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში შეიცვალა. თავდაპირველად ფოტოგრაფია გახლდათ ქაღალდზე გამოსახული ფაქტი, როგორც ობიექტური რეალობა. დღეისათვის ფოტოგრაფია მონტაჟისა და ახალი მედია ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და პროპაგანდის საშუალება.

2014 წელმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ახალი მედია ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის არსებობისა, სახელმწიფო შეიძლება აღმოჩნდეს ინფორმაციულ ვაკუუმში, რაც შეიძლება იქცეს სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად. უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. 

პროექტს გააჩნია ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი. პირველ რიგში - განათლება. პროექტის იდეა წარმოშვა ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიული მომზადების დეფიციტმა, განსაკუთრებით თანამედროვე მიმართულებებში.

პირველი ფესტივალი არის ადამიანის ყურადღების მიპყრობის საშუალება ფოტოგრაფიაზე, როგორც ვიზუალურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციისა და ყოველდრიური ცხოვრების მჭიდრო კავშირზე.

მანიპულაცია - ეს არის მცდელობა იმის შესწავლისა თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ გამოსახულებას შექმნას ისტორიული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია.

პროექტის ხორციელდება ორ ქვეყანაში - უკრაინასა და საქართველოში, ორ დაძმობილებულ ქალაქში შავი ზღვის აუზში - ოდესასა და ბათუმში. ქალაქები დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ზღვით, არამედ მსგავსი მშენებლობის ისტორიითა და განვითარების კონცეფციით. ორი სახელმწიფო დაკავშირებული იქნება საერთო პროექტით : „ოდესა- ბათუმი ფოტოდღეები.“

ერთიანმა გუნდმა, რომელიც შედგება საქართველოსა და უკრაინის მხატვრებისა და კურატორებისგან, შეიმუშავა კონცეფცია და განვითარების გეგმის პროექტი. პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად :

აპრილი, 2015 - ოდესა, უკრაინა - ფესტივალის პირველი ეტაპი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე. სემინარები ფოტოგრაფებისთვის, საკურატორო კვლევები.

25-30 აგვისტო, 2015 - ბათუმი, საქართველო - მეორე ეტაპი არის ვიზუალური ნაწილი.რიგი საერთაშორისო ფოტო-გამოფენები დაკავშირებული მანიპულაციის თემასთან .