Drawing Club
„ Drawing Club“
საქართველოში საგამოფენო სივრცეების სიმცირე და მათი დედაქალაქის ცენტრში თავმოყრა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი პრობლემაა. თბილისის მთავარ მაგისტრალზე განთავსებული გალერეები, ხშირ შემთხვევაში, დახურულია კურატორისა და მხატვრების მიერ შემუშავებული კონცეფციისთვის. იდეის განხორციელება, კონკრეტული გზავნილისთვის დროებითი „ თავშესაფრის“ მოძიება, რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ შემთხვევაში, გამოფენა „Drawing Club“-მა ნავსაყუდელი, დიღომში , ახალი კინოსტუდიის ერთ ძველ პავილიონში იპოვა. აქ პროფესიონალების ჯგუფის, „კინოფაბრიკა“-ის მიერ ქართული ფილმებისთვის დეკორაციების დამზადება, მათი მხატვრული შეფუთვა ხდება. არსებული მოცემულობა, სპეციფიური სივრცით, შემოქმედებითი იმპულსების მაქსიმალური „გაფანტვა“, მათი კინოდეკორაციებთან თანაარსებობა, ჩემთვის, როგორც კურატორისთვის, საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა ცოცხალი, დინამიური გარემოს შესაქმნელად.
გამოფენის სახელწოდებიდან გამომდინარე- „Drawing Club"-ის მონაწილე მხატვრებისთვის, მათი განსხვავებულობის მიუხედავად, საყრდენი და გამაერთიანებელი სწორედ ეს მედიუმი აღმოჩნდა. „Drawing Club" წარმოგიდგენთ სწრაფი, გრაფიკული ჩანახატების ფართო სპექტრს. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ სხადასხვა თაობის მხატვარები და მათთან ერთად ერთი არქიტექტორი, მისეული სტრუქტურების გრაფიკული გამოსახულებებით, და ერთი კერამისკოსი, რაც კონცეფტუალურ მესიჯს უფრო მკაფიოს ხდის.
გამოფენაში მონაწილეობენ:
გია ბუღაძე, გია გუგუშვილი, დავით ალექსიძე, თინათინ ცხადაძე, თამაზ ვარვარიძე,
როკო ირემაშვილი, მამუკა ცეცხლაძე ,ნიკო ცეცხლაძე, თამარიკო მინაშვილ,ლია შველიძე,
ლია ბაგრატიონი, სოფო ჩერქეზიშვილი, მურთაზ შველიძე,
ვახტაგ მეგრელიშვილი, ეკა გელოვანი, ოთარ ჩაკვეტაძე, თამუნა მელიქიშვილი,
თეა თელია, მაკა ბატიაშვილი, ციური ჩაჩუა, იოსებ კინწურაშვილი,
გოგა მაღლაკელიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ალექსადრე-დავით ჩუბინიძე,
ელდარ ქავშბაია, მიშა გოგრიჭიანი , გიორგი გამეზა, მიშიკო სულაკაური, ვლადიმერ იმერლიშვილი,
ნუკა მეგრელიშვილი, თამრიკო მელიქიშვილი, ლევან დადიანი,
ავთანდილ გახოკიძე, ნათია ბენაშვილი, სალომე ელანიძე.ბექა საყვარელიძე
მარიამ შაქარაშვილი, ჯულია სანიკიძე, გიორგი კობიაშვილი, მადონა მენთეშაშვილი
ფორმატი : გამოფენა-გაყიდვა
. მისამართი:დიღომი-ახმაეტელის10ა ახალი კინოსტუდის ტერიტორია ."კინოფაბრიკის"-პავილიონი.
გამოფენის იდეის ავტორი: ნინო გუჯაბიძე
კურატორები: ნინო გუჯაბიძე, თეა თელია
საგამოფენო პროექტის პარტნიორები: ”კინოფაბრიკა” და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.