ქეთი კაპანაძე და ალექსანდრე ბეგლარიშვილი - "მე და შენ, შენ და მე“
ქეთი კაპანაძის და ალექსანდრე ბეგლარიშვილის დუო შოუ „მე და შენ, შენ და მე“ გალერეა 4710-ში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანების ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლის საერთო ხაზი რკინის მასალაა.
გამოფენა წარმოადგენს ორი ხელოვანის ინდივიდუალურ კვლევის საგანს, რომლებიც ერთი მთლიანი ინსტალაციის სახით გამოფენაზე ერთიანდება.
ქეთი კაპანაძე (1962) დაიბადა თბილისში. 1983 წლისთვის, სანამ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, ხელოვანს უკვე შექმნილი ქონდა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტო ნამუშევრები. იგი საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი კონცეპტუალური არტისტია. იმ დროიდან მოყოლებული კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის მუდმივ ექსპოზიციაშია. რომელიც საბჭოთა კავშირის არაკომფორმისტული ხელოვნების კოლექციაში Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ში, აშშ. 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow, the BAK Swiss Federal Foundation, Berne, და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel - ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი.
2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის დახმარებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, როგორც მოწვეული პროფესორი Johannes Gutenberg University-ში, მაინცი, გერმანია. 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი; შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა; კულტურის სამინისტრო, შტუტგარტი; ევროპის საპატენტო ოფისი, მიუნხენი; ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენი; MMoma მოსკოვი.
არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანია.
ალექსანდრე ბეგლარიშვილი (1999) ვიზუალური ხელოვანია. სწავლობს Städelschule-ში დადაამთავრა VA[A]DS(ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა). ის ძირითადად მუშაობს ინსტალაციებზე - ტექსტილითა და მეტალის გამოყენებით. ბეგლარიშვილის სახელოვნებო პრაქტიკა დაფუძნებულია ემოციური თავშესაფრისა და დაცული სივრცის აგებაზე. მართლმადიდებლური პრაქტიკისა და ქვიარ კულტურის კონტრასტზე მუშაობით, მისი ნამუშევრები საკუთარი კულტურის მეტად გასაგებ ენაზე გადათარგმნის ინსტრუმენტი ხდება.