არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

“IETM ქარავანი” თბილისი

2017

2017 წლის 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე IETM თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო პროფესიული ქსელი “შემოქმედებით საქართველოსთან” და პროექტ “თანამედროვე ხელოვნების გალერეასთან” თანამშრომლობით გაიმარტა გაცნობითი ფორმატის შეხვედრა საქართველოში საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მომუშავე პროფესიონალებთან.

 

შეხვედრა მოეწყო “IETM ქარავნის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც გაიმართა თბილისსა და ერევანში მიმდინარე წლის 2-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით. (https://www.ietm.org/en/caravan-tbilisi-yerevan-2017)

IETM - თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ქსელი აერთიანებს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების 500-მდე წევრს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან ინდივიდები, სხვადასხვა ინსტიტუციები, საპროდიუსერო კომპანიები, ფესტივალები, კვლევითი და საგანმანათლებლო ისნტიტუციები. IETM-ის საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ შემოქმედებით სფეროებს, როგორიცაა: თეატრი, ცეკვა, ცირკი, ინტერდისციპლინურ “ცოცხალ” სახელოვნებო (live art) ფორმებსა და ახალ მედიას.

დეტალურ ინფორმაციას ქსელის საქმიანობისა და წევრობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ietm.org