ცხრატუჩა ქალღმერთი
მონაწილეობენ: თამარ ბერუჩაშვილი, ანი გურაშვილი, მერვე ისერი, მაია ნავერიანი, ათენა პაპადოპულოსი, ნატო სირბილაძე, ამალია ულმანი, სალომე ჩიგილაშვილი, გვანცა ჯიშკარიანი
‘ცხრატუჩა ქალღმერთი’ ჯგუფური გამოფენაა, რომელიც ცხრა მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს და ამავდროულად თითოეული მხატვრის ცხრა მინი სოლო შოუს წარმოადგენს, რადგან ასე არ არის, რომ პიროვნება ჯგუფში უფრო მარტივი აღმოსაჩენია?
როგორც ხეებს შეუძლიათ ტომებად და ოჯახებად ცხოვრება და ამავდროულად თვითმყოფადად ცალკე დგომა, იგივენაირად ეს მხატვრები იქცევიან ჯგუფის ნაწილად ისე, რომ აგრძელებენ თავიანთი წესებით თამაშს. როგორც ჯადოქარი, ‘რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს, როგორც ღმერთს. რომელიც თავისი ცხოვრების შემოქმედია და თავისივე თავის მკურნალი’ (მაურა დილონი), ასევე თითოეული მონაწილე მხატვართაგანი ქმნის საკუთარ ყოფას თავისი თავის გარშემო და თავისი სახელოვნებო პრაქტიკის შიგნით. და როგორც მრავალი ან მცირეთაგანი ჩვენს შორის, ასევე ისინი ‘… მთელი ძალით მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვიან: თავიანთი კანონების გამოყენებით შექმნან უნიკალური ფორმა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი.’ (ჰერმან ჰესე, სეირნობანი:ჩანაწერები, 1972)
ეს შოუ მცდელობაა ფიქრების და რეფლექციების გაზიარების იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საზოგადოების წევრი მაგრამ აგრძელებდე საკუთარი წესებით თამაშს, იყო სოციალური ცხოველი და ამავდროულად იყო თვითკმარი, გქონდეს იმის უნარი, რომ იცხოვრო ტომის წევრად და ამავდროულად იდგე მარტო, იყო ადამიანი და ამავდროულად იყო ხე.
გამოფენა ასევე პატარა ექსპერიმენტია იმის გასარკვევად, უფრო მარტივია თუ არა ინდივიდუალურის ჯგუფში აღმოჩენა. დამთვალიერებლებს ვიწვევთ დააკვირდნენ და თეატრის მაყურებლის როლი მოირგონ მაგრამ ასევე ვაქეზებთ, რომ იფიქრონ, იგრძნონ და ისაუბრონ. მხოლოდ ასე იქნება ეს აქტი დასრულებული.