მაჯიკა გადაღებილი
დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის გამოფენას "მაჯიკა გადაღებილი".
„მაჯიკა გადაღებილი“ - ტილოზე და ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებია, აგებული წითელი და მწვანე წიწაკების თემაზე. ეს კოლექცია ხანგრძლივი და კომპლექსური პროექტის ნაწილია, რომელიც მოიცავს პროცესს წიწაკის მოყვანიდან მის შებოლვა-დამუშავებამდე. „მაჯიკას“ შექმნის ფოტო და ვიდეო დოკუმენტაცია სეზონური ცვლილებების ფონზეა აღბეჭდილი „დიდი მინდვრის აკადემიის“ ბოსტანში. აქ ხელოვანმა წიწაკების ტრანსფორმაციის სურათები („მაჯიკა“) დააფიქსირა გარემოსთან ურთიერთკავშირში, სადაც ატმოსფერული ცვალებადობის შეუმჩნეველი ნიუანსები ხილული გახდა. დედიკას გალერეა წარმოადგენს ამ არტისტული რიტუალის შედეგს - ფოტოების ტილოზე გადატანილსა და საღებავით გადაწერილ სურათებს.