არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ტყის ჭრა, ტაძრის შენება

2020

პროპაგანდამ 19 ივლისს შოთიკო აფციაურის გამოფენა გახსნა. “ტყის ჭრა, ტაძრის შენება“ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ადგილსპეციფიკურად შეიქმნა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, „არტრას“ პროგრამაში შევიდა. გამოფენის მხატვრული კონსულტანტი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი არტისტი, თეა ჯორჯაძე იყო.

პოლიტიკურად დროული განაცხადი რაჭაში განვითარებულ მოვლენებს და აქტუალურ კითხვებს ეხმაურება: სჭირდება თუ არა ადამიანს ბუნებაზე ზემოქმედება და თუ ასეა, სად წყდება ზღვარი მის საკუთარ, ადამიანურ ბუნებასა და გარემოს შორის. ტყესა და ტაძარს შორის, რომელია დაუცველი ადამიანის თავშესაფარი და რომელია სულიერი ბრძოლის ველი? ხელოვნურისა და პირველქმნილის უნივერსალურ დილემაში ადამიანის ისტორიული არსებობის თემა აფციაურთან ლოკალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური სინამდვილიდან იწყებს განვითარებას და მტკივნეული, აღმსარებლური მონოლოგის სახეს იღებს. ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთმა ოთახმა მრავალფეროვან ინსტალაციათა ერთობლიობას უმასპინძლა. გარდა ამისა, გამოიფინა თავად მუზეუმში არსებული, ფართო მაყურებლისთვის ჯერ-არნახული ექსპონატები და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები.