არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

"ათვლა". ავტორი - კოკა რამიშვილი

2014

Dédicace Gallery გეპატიჟებათ კოკა რამიშვილის ახალ გამოფენაზე -„ათვლა“.

წარმოდგენილი იქნება ნამუშევართა სერია, რომელიც ახლახანს დაასრულა მხატვარმა და პირველად გამოიფინება. 

ტილოებში კონცენტრირებულია ახალი ხედვის მოდელები ფერწერაში. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდა დაზგური ფერწერის ახლებურად აღქმა და ამ მედიუმში იმ გამოცდილების ჩართვა, რაც კოკა რამიშვილის შემოქმედებაში მოძრავ გამოსახულებასთან მუშაობამ მოიტანა.

ექსპოზიციის არსებითი მხარეა ის დიალოგი, რომელიც არსებობს მხატვრობის ორგვარად გააზრებას შორის, სადაც პირველი - სურათს წარმოადგენს როგორც „სარკმლის“ ისტორიულ მოდელს, ხოლო მეორე - კი როგორც სურათის ზედაპირს.  

სწორედ ამ დიალოგის საფუძველზე შექმნილი ნამუშევრები წარმოქმნიან ახალ იკონოგრაფიას ფერწერაში.