მაუდი
მაუდი არაკომერციული, artists run ტიპის სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მასპინძლობს მრავალი სახის ღონისძიებას - გამოფენებს, მუსიკის სესიებს, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ დადგმებს, საჯარო ლექციებსდა სხვა.
სივრცე მდებარეობს დიდუბეში, თბილისის სამრეწველო უბანში, რაც ხელს უწყობს თბილისის სახელოვნებო სცენის დეცენტრალიზებას. ყოფილი მაუდის ქარხნის შენობა გარშემოტყმულია სახელოსნოებისა და სამშენებლო მასალების მომმარაგებელი სავაჭრო პუნქტებით, ახლო შემოგარენშია ასევე ბაზრი დასატრანსპორტო კვანძი, რაც სახელოვნებო სივრცეს საინტერესო და ცოცხალ სოციალურ ლანდშაფტში ათავსებს.
სივრცე შედგება ურთიერთდამოკიდებული ნაწილებისან - ლობი, რომელიც სოციალური თავშეყრის ფუნქციას ითავსებს, საგამოფენო დარბაზი, სახელოსნო, პერფორმანსის სივრცე და ოფისი. ამ სივრცეების დაკავშირება მხატვრებს საშუალებას აძლევს ნამუშევრები ადგილზე, გარემოსთან უშუალო კავშირში შექმნან.
მაუდი 2019 წელს ლიზა ჟვანიამ, ლადო შონიამ და დიმიტრი ერისთავმა დააარსეს. სახელოვნებო სივრცის მიზანია გაზარდოს ხელოვანთა უშუალო ჩართულობა სახელოვნებო ცხოვრების ფორმირებაში და გააჩინოს ახალი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კავშირები.