შეუცნობელი სამყარო, ირინა გაბიანის ვიდეოარტის გამოფენა [ხელოვნების მუზეუმი]
სამყარო, ყოფიერების არსი - ეს ის თემებია რომელზეც ფიქრი კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში თანსდევს. ალბათ ყველა ადამიანი, პერიოდულად უბრუნდება ამ მარადიულ მცნებებზე ფიქრს და ცდილობს ნაწილობრივად მაინც იპოვოს პასუხი მათზე. ირინა გაბიანი ცდილობს სხვა და სხვა მხატვრული ხერხით გადმოგვცეს ამ საკითხების თავისებური და საინტერესო ინტერპრეტაცია.
ირინა გაბიანი გახლავთ მხატვარ-კონცეპტუალისტი, რომლის ინტერესის სფეროა გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალიაცია, ვიდეო არტი და პერფორმანსი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 ვიდეო ნამუშევარი და ასევე ფოტო დოკუმენტაციები. ამ ნამუშევრების მეშვეობით, მხატვარი ცდილობს, სამყარო უჩვეულო რაკურსით დაგვანახოს და ამით ხაზი გაუსვას თავის ნამუშევრების ძირითად კონცეფციას - სამყაროს მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას. ვიდეონამუშევრებში გამოყენებული აქვს ჯალალ-ედ-დინ რუმისა და ლაოძის ტექსტები.
ირინა გაბიანი 1998 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. იგი ინტენსიურად მართავს გამოფენებს. მას იწვევენ მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე, არტ ფორუმებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
2011 წელს მონაწილეობა მიიღო ვენეციის 54-ე ბიენალეზე, Arsenale-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში.
ასევე 2012 წელს მიწვეული იყო ლუქსემბურგის "Design in the city" ბიენალეზე.