მძინარე მედუზა, არტ კლექტივი გორგონა, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მედუზა გორგონას მითის მიხედვით ის ნეპტუნმა გააუპატიურა ათენას სასახლეში, ხოლო ამ უკანასკნელმა გორგონა დასაჯა, დიდ კბილებიან ურჩხულად აქცია, რომელსაც თავზე ლამაზი თმის ნაცვლად გველები ჰქონდა. გორგონა იმდენად შემზარავი იყო, რომ მისი დანახვისთანავე აქვავებდა მნახველს. პერსევსმა მედუზა ათენას ნაჩუქარი ფარის და ჰადესის ნაჩუქარი ჩაფხუტის მეშვეობით დაამარცხა. ის თავს ესხმის და კლავს მძინარე მედუზას. პერსევსი მედუზას გამოსახულებას ფარში არეკლილს ხედავს და სახეში არ უყურებს, ამიტომაც მას ადვილად ამარცხებს. გამოფენის მთავარი თემაა ანარეკლი, რომელიც პროცესია და არა სტატიკური მდგომარეობა. ქალებისთვის სარკეში ყურება და საკუთარი თავის დანახვა საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების გავლით ხდება. გამოცდილებების გადმოცემაც ზუსტად საზოგადოების “ენით” არის შესაძებელი. ენით, რომელიც ქალებისთვის შესაბამის საკომუნიკაციო სიმბოლოებს, ფორმებს და სიტყვებს ვერ იმეტებს. ჩვენ გვინდა, ქალების მარგინალიზებული გამოცდილებები გადავიაზროთ. როგორც გორგონას მზერა, სარკე აქვავებს ქალებს. ჩვენ გვინდა, საკუთარი ანარეკლი დავამარცხოთ და ჩვენი თვითგამოხატვა უსაფრთხო იყოს. მძინარე მედუზა ამ სურვილის სიმბოლოა. იგი არ ცდილობს ურჩხული მოათვინიეროს, მისი არსებობა მებრძოლი და მრისხანე ქალებისთვის პატივის მიგებაა.
კოლექტივის წევრი ხელოვანები:
მარიამ კალმახელიძე, მაგდა ბათიაშვილი, მარიამ ფრიდონაშვილი, ქრისტინა ბებია, სალომე ვეფხვაძე, თიკო თაბუაშვილი, ნინო გავაშელი, მარიამ კაპანაძე, ლილი ფულარიანი, სალომე ქინქლაძე, ანა კვიჭიძე, მარიამ ჭანჭალეიშვილი.
კურატორები: ნუკრი ტაბიძე, მარიამ გაბრიჭიძე
პროექტის მხარდამჭერი: ქალთა ფონდი საქართველოში