თუ არ შეგიძლიათ ფრენა, ისწავლეთ ვარდნა ∎ მიშა გოგრიჭიანი
დედიკას გალერეა გეპატიჟებათ მიშა გოგრიჭიანის პერსონალურ გამოფენაზე - ,,თუ არ შეგიძლიათ ფრენა, ისწავლეთ ვარდნა".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1998-2003 წლებში მინაზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც პირველად იფინება. აგრეთვე 1998 წელს შექმნილი ინსტალაცია ,,სათამაშო ცხენები".
დედიკას გალერეა ყოველ წელს წარადგენდა მიშა გოგრიჭიანის თითო სოლო გამოფენას, სადაც გალერეა აუდიტორიას სთავაზობდა როგორც ადრეულ წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, ასევე ახალ პროექტებს.
,,მამაჩემის მონადირე ძაღლები", "ალპინისტის დღიური", "სცადეთ კიდევ ერთხელ", "პროცენტები", "მხატვრის სახლი", "კლასი- ბედნიერი ბავშვობა" - მხატვრის ეს გამოფენები დედიკას გალერეაში მოეწყო.