არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გეოეარი

2003

გეოეარი არის საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლის მიზანიც სოციალურად ჩართული სახელოვნებო პრაქტიკის ხელშეწყობა და არსებულ რეალობაზე მისი ზეგავლენის გაზრდაა. ჩვენი ღონისძიებები გულისხმობს როგორც პროფესიული წრის ხელშეწყობას, ასევე, სახელოვნებო პროცესებში ფართო საზოგადოების ჩართვას.

გეოეარი ხელს უწყობს და ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროექტებს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა კულტურის კონტექსტში მომუშავე ადამიანები და ხდება მათთვის სამუშაო გარემოს შექმნა. გეოეარის საქმიანობა სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას მოიცავს: თანამშრომლობითი პროექტები, დამოუკიდებელი სახელოვნებო რეზიდენცია და არქიდრომი - თანამედროვე ხელოვნების არქივი. გეოეარის გუნდი ინტენსიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნების ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც აქტუალურ საკითხებს უკავშირდება. გეოეარის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტად კვლევაზე დაფუძნებული, გახსნილი და ჩვენი გარემოს სპეციფიკასთან დაკავშირებული. ჩვენი საქმიანობის საფუძველი საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ჩვენი კურატორული პროექტები ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და მათში პრიორიტეტს ვანიჭებთ სოციალურად ჩართულ პროექტებს, სადაც მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ადგილობრივ ხელოვანებსა და საზოგადოებას, თუ თემს შორის ხდება გამოცდილებისა და იდეების გაზიარება.

geoair.ge