მდინარის მაგიური ბაღი
"ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი" წარმოგიდგენთ რიგით მესამე «მდინარის მაგიური ბაღის» ფესტივალს რომელიც მტკვრის ჭალაში 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
"მდინარის მაგიური ბაღი" ფესტივალია, რომლის მიზანი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ჭალის ტერიტორიის საზოგადოებრივ სივრცედ გადაქცევაა. ქალაქის მიერ ჯერჯერობით აღუქმელი, ბუნებრივად წარმოშობილი ეს ბაღი, ფაქტიურად წარმოადგენს ალტერნატიულ რეალობას ბეტონის კედლებში მოქცეული მდინარისათვის. თბილისის ცენტრთან ყველაზე ახლოს მყოფი მდინარის ნაპირი მტკვართან უშუალო კონტაქტის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
ფესტივალისთვის შერჩეული მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ასევე წარმოაჩენს შეუმჩნეველ და იდუმალ ადგილს მდინარის ნაპირზე, როგორც პოტენციურ საზოგადოებრივ სივრცეს.
➢➢➢ფესტივალის გახსნა – 1 სექტემბერი, 18:00➢➢➢
➢➢➢➢საფესტივალო სივრცე ღია იქნება დამთვალიერებლისთვის ყოველდღე, 17:00-დან, ოფიციალური პროგრამა დაიწყება 18:00-დან და გაგრძელდება 23:00-მდე ➢➢➢➢
ფესტივალის კომპონენტები:
➢ გამოფენა /1-7 სექტემბერი /17:00-23:00
ფესტივალის ფარგლებში იმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ქართველი არტისტები იღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები პასუხობენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვის, ურბანული განვითარების და ქალაქში ალტერნატიული ატმოსფეროს გაჩენის პერსპექტივებს.
გამოფენის კონცეფცია გულისხმობს ხელოვანების მცდელობას შემოქმედებითი მგრძნობელობით რეაგირება მოახდინონ ურბანულ სივრცეში გარემოსთან, კონკრეტულ ადგილთან და საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ თემებთან მიმართებაში.
მონაწილე არტისტები:
ნინო ჩუბინიშვილი
თემურ ბაკურაძე
მამუკა სამხარაძე
გვანცა ჯიშკარიანი
გიორგი გელაძე
გიორგი მოზგოვოი
გიორგი ცაგარელი
ნიკა ქუთათელაძე
ნინუცა შატბერაშვილი
სანდრო სულაბერიძე
ქეთი სიამაშვილი
ნოდარ ხაჩიაური
ილია მახარაძე
➢ ცოდნის სივრცე
ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება ‘ცოდნის სივრცე’, რომელშიც ვორკშოპები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები ჩატარდება.
➢ აუდიო პერფორმანსი გაიმართება ყოველ საღამოს,
21:00-დან;
მონაწილე მუსიკოსები:
1 სექტემბერი – ლევან შანიძე
2 სექტემბერი - ქომუნითი რადიო თბილისი
3 სექტემბერი - გიორგი ჟორჟოლიანი / jorjick
4 სექტემბერი
- სკოტ მაკკალოხი
- ალექსანდრე ბასილაია
5 სექტემბერი - თამო ნასიძე
6 სექტემბერი - ირაკლი ბერიკაშვილი / ბერიკა
7 სექტემბერი - რადიო ანტენა
➢ ვორქშოპები და წიგნის პრეზენტაცია, 19:00-დან.
ვორქშოპები:
2 სექტემბერი - 19:00 ვატო წერეთელი / ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი
3 სექტემბერი - 19:00 ირაკლი ლომოური/ შემოქმედებითი ფუტუროლოგიის ცენტრი
4 სექტემბერი – 19:00 ზურაბ ცოფურაშვილი, ჯუბა ფეიქრიშვილი / პარალელური კლასი
5 სექტემბერი – 19:00 გია რაზმაძე / რეგენერაციული აგრიკულტურის ცენტრი
6 სექტემბერი - 19:00 რამაზ კიკნაძე / ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების კვლევის და ადაპტაციის პლატფორმა
6 სექტემბერი - 20:00 გიორგი ცაგარელი / დიზაინ თბილისი
7 სექტემბერი - 19:00 ალექსი სოსელია / ქართული ვიდეო ხელოვნების არქივი
წიგნის პრეზენტაცია:
2 სექტემბერი – 20:00 ალაგთ ჰამბავი / თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
5 სექტემბერი – 20:00 გზა / გია რაზმაძე - ირაკლი ლომოური
6 სექტემბერი – 20: 00 ნიკოლა ბურიოს Relational Aesthetics – კოკა ვაშაკიძე/ანუკა ლომიძე
➢➢➢ფესტივალზე დასწრება უფასოა!➢➢➢
ფესტივალის პარტნიორები არიან:
➢ქალაქ თბილისის მერია
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
➢@შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia