არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ფორმა და სივრცე

2019

,,ფორმა და სივრცე’’ არის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს - ქანდაკებას და მის თანამედროვე გააზრებას ეძღვნება. ამ გამოფენით საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საინტერესო პროექტების ციკლს იწყებს.

,,ფორმა და სივრცე'' არის ერთგვარი ექსკურსი, თუ რა ხდება დღეს ამ დარგში, როგორ ვითარდება, რა ტენდენციები შეინიშნება, რა ტექნოლოგიით მუშაობენ დღეს მოქანდაკეები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. გამოფენის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის წარადგენს როგორც ასაკოვან, უკვე აღიარებულსა და გამოცდილ ხელოვანებს, ისე ახალგაზრდა შემოქმედებს, მათ შორის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსაც. შესაბამისად, ერთ სივრცეში სხვადასხვა დროის, სხვადასხვა მხატვრული ხედვებით შესრულებული კომპოზიციები მოიყრის თავს. 

მონაწილეობენ:

მერაბ სურვილაძე

რუსუდან გაჩეჩილაძე

თენგიზ სეფიაშვილი 

ბექა ტაბაღუა

ვლადიმერ იმერლიშვილი 

მიხეილ სვანიძე

მანუჩარ ოქროსცვარიძე

დაჩი წერეთელი

თამარ თოიძე

თორნიკე გაბედავა

გულოვან ხორავა

ნატალია ლაშხი

მიხეილ ჭანტურია

ზურაბ გომელაური 

ერეკლე გეწაძე

გამოფენის კურატორები არიან: 

ელიჩკა ნადარეიშვილი - GERA-ს საქველმოქმედო პროექტების ხელმძღვანელი

ხათუნა ხაბულიანი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.