თბილისი, თბილისი
Project ArtBeat წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას
კურატორი ნათია ბუკია
''თბილისი, თბილისი არის გამოფენა ამ ქალაქზე. ჩვენს გალერეას, ფროჯექთ ართბითს, ჩვენ, მის დამფუძნებლებს, მე, გამოფენის კურატორს და ხელოვანებს, გამოფენის მონაწილეებს ბევრ რამეში თბილისის გავლენა გვეტყობა. ის ფაქტი, რომ ფროჯექთ ართბითი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაშია განთავსებული შეიძლება უბრალო დამთხვევაც იყოს, მაგრამ ისეთი, რომელმაც ფორმა მისცა და შეცვალა კიდეც გალერეის იდენტობა და ადგილი. ამიტომ ეს გამოფენა პერსონალურად და კოლექტიურად ეძღვნება თბილისს, იმ გავლენებსა და ინსპირაციებს, რომლებიც თბილისისგან მიგვიღია. მაგრამ ასევე ეს გამოფენა არის შეთავაზება, რომ უფრო ხშირად ვიყუროთ შიგნით, ვიდრე გარეთ. რომ გავიხსენოთ და დავფიქრდეთ ჩვენს ჩვეულ გარემოზე, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ. ვიფიქროთ იმ ყველაფერზე, რაც, ჩემი გამოცდილებით, ხშირად შეუმჩნეველი რჩება.'' - ნათია ბუკია.
მონაწილეობენ: ირაკლი ბუგიანი, ბრაიან გრიფინი, სალომე დუმბაძე, დავით მესხი, ლევან მინდიაშვილი, მაია ნავერიანი, ნინო სეხნიაშილი, გიო სუმბაძე, ცისია შანშიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე.