არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გია ეძგვერაძის სოლო გამოფენა

1985

ეს იყო პირველი გამოფენა საბჭოთა კავშირის მაშტაბით, სადაც კონცეპტუალური ხელოვნება გამოიფინა.  ახალგაზრდა მხატვარი იმ პერიოდისათვის შემოქმედების სრულიად უნივერსალური მეთოდით გამოირჩეოდა. მისი თეთრ ფონზე შავი კალიგრაფიული წერის მანერა საბჭოთა პერიოდის ხელოვნებისაგან სრულიად განსხვავებული იყო, რაც საზოგადოების უმეტესობისათვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა. სამხატვრო სახლის თანამშრომლებმა, კონტროლის შიშის გამო გია ეძგვერაძეს ნამუშევრების კონცეპტის კედელზე გაკვრის უფლება არ მისცეს, გამოფენა სამი დღით ადრე დაიხურა, რათა თავიდან აეცილებინათ ზედმეტი პრობლემები. გამოფენის ფოტო დოკუმენტაცია ქეთი კაპანაძეს ეკუთვნის