არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შუშის კუბი - კოტე სულაბერიძის "ომობანა"

2020

კოტე სულაბერიძის "ომობანა"

ვიდეო (3.32წთ.)

Dédicace Gallery-დედიკას გალერეა სიახლეებთან ერთად პერიოდულად უბრუნდება უახლესი ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. შუშის კუბის მორიგი პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე პროექტ ქარავანის და ედუკოს ფარგლებში ისევ ვიდეო არტს ეთმობა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ქართული ვიდეო არტის ისტორიიდან - კოტე სულაბერიძის „ომობანა“ (1994-2007).

ამ ნამუშევრის ისტორია 1990-იანების ირიბი ქრონიკაა. ვიდეო ჩანაწერი აჩვენებს მხატვარი ტილოზე როგორ იმეორებს ბავშვებისთვის სახასიათო მანერას, როცა ისინი ომობანას თამაშობენ - ‘ნაივურ’ გამოსახულებებს თან ახლავს ბრძოლების ხმების იმიტაცია. 

„ომობანას“ ისტორია ასეთია: ჩანაფიქრი გაჩნდა 1993 წელს, მაგრამ მაშინდელი ენერგო კრიზისის ფონზე ეს ვერ მოხერხდა. 1994 წელს ვატო წერეთლისა და ვახო გვეტაძის (იგივე ‘ნეგატივა’) დახმარებით მოხერხდა ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. მონტაჟი ეკუთვნის გელა კინწურაშვილს. 2007 წელს კი ვიქტორ მიზიანოს თხოვნით (გამოფენისთვის Progressive Nostalgia) ვიდეო DVD ფორმატში გადაიტანეს.

“ომობანა“ ნაჩვენები იყო მრავალ გამოფენაზე საქართველოში და ასევე მონაწილეობდა ფესტივალებსა და საერთაშორისო პროექტებში ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

კოტე სულაბერიძის „ომობანა“ უახლესი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, სადაც მხატვარი ორიგინალურ ფორმას პოულობს და ლაკონურად და ჰუმანურად გადმოსცემს დრამატულ ისტორიას.

კურატორები: დედიკა ბულია, ხათუნა ხაბულიანი