"Sans Fin"
გალერეა კონტეინერი გიწვევთ ილია კობეშავიძის სოლო გამოფენაზე Sans fin და წარმოგიდგენთ მის ნახატებს ამავე სახელწოდების სერიიდან.
ილია კობეშავიძე არის ბერლინში და ჰამბურგში მცხოვრები არტისტი, ჯგუფ „დანა“-ს (Messer) თანადამაარსებელი.
გახსნა: 15 თებერვალს 6 საათზე
Sans fin (ფრ. დასასრულის გარეშე) არის პროექტი რომელიც არასდროს არ მთავრდება და რომელმაც შეიძლება მრავალგვარი სახეცვლილება განიცადოს. ეს არის გზა, უსასრულო გზა. ყველანაირი დიდი გლობალური იდეოლოგიებისგან განთავისუფლების გზაზე სიარული, სადაც სიმყარე იშლება და ყველაფერი მსუბუქად მოედინება; სურათები მაპროვოცირებელი ნაღმებით, რომელთა აფეთქების შემთხვევაშიც შესაძლებელია დაიბადოს ცოცხალი აზრი და პრინციპში ეს იქნება ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ჩემმა ნამუშევრებმა მოგცეთ. მე გთავაზობთ რაღაცას, რისი ახსნაც შეუძლებელია, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილია ჩვენი ყოფითი სფეროდან და რეალობიდან, გთავაზობთ სურათებს რომლებიც არ ექვემდებარება გადმოცემას ან აღწერას. Sans fin არის ერთგვარი მდგომარეობა და მას არავითარი კავშირი ღირებულებით სამყაროსთან არ გააჩნია, მათემატიკური და ლოგიკური მეთოდებით არ გამოითვლება. ეს არის ენის პოვნის მცდელობა რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ამ მდგომარეობის გადმოცემა და დამთვალიერებლის განცდაში გადატანა.