არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მემკვიდრეობა

2013

პროექტი "მემკვიდრეობა" მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო მასებთან დიალოგის დაწყებას და ისტორიული, სოციალური თუ კულტურული სტრუქტურების მნიშვნელობის ხაზგასმას იდენტობის ჩამოყალიბების საკითხში.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სპეციალური სტუმრები. მათ შორის ქრისტიან ტონჰაისერი (ბუენოს აირესი), ლევან მინდიაშვილი (მოღვაწეობს ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში), უტა ბექაია (ნიუ იორკი), ირაკლი ბუგიანი (დუსელდორფი) და ტატო ახალკაციშვილი (თბილისი). ავტორები მიეკუთვნებიან ქართველი ხელოვანების იმ თაობას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ბოლო წლებში დაიბადნენ და საკუთარ თავზე გამოსცადეს სხვადასხვა სისტემებზე გადასვლის სირთულეები. წარსული გამოცდილება მნიშვნელოვნად აისახება ავტორთა შემოქმედებაზე.

museum.ge